“ბარსელონას” ყოფილმა სკაუტმა ანდრე კურიმ Cadena SER-თან საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.
ვინისიუსი კულეა, ნამდვილი კულე. შემიძლია გითხრათ, რომ მან იტირა კიდეც, როდესაც “ბარსამ” პსჟ 6-1 დაამარცხა.
ვინისიუსი, ფაქტობრივად, “ბარსელონას” ფეხბურთელი იყო. მისი აგენტები ჩემი მეგობრები იყვნენ, მაგრამ მათ ბოლო მომენტში მიღალატეს და გარიგება ჩაიშალა.
ამის შემდეგ “ბარსას” როდრიგო შევთავაზე. ვფიქრობდი, რომ ის უფრო სრულყოფილი ფეხბურთელი იყო, მაგრამ კატალონიელებმა ამ შესაძლებლობაზე უარი თქვეს.
ნეიმარის მოყვანა ძალიან ძვირი დაგვიჯდა. ბრაზილიელმა “ბარსა” მისდამი სიმპათიების გამო აირჩია. “რეალი” ნეიმარს 100 მილიონ ევროზე მეტს სთავაზობდა.
ვინისიუსი და როდრიგო ხელში მადრიდის “რეალმა” ჩაიგდო, ნეიმარის სიტუაცია კი კარგად მოგეხსენებათ – მან “ბლაუგრანაში” გატარებული 4 სეზონის შემდეგ კატალონიური კლუბი 2017 წელს 222 მილიონ ევროდ დატოვა და “პარი სენ-ჟერმენს” მიაშურა.
კულე არა ისა. რეალის გერბს კოცნის მუდმივად.
მოაცილეთ აქედან კაცო, რაც უფრო მეტი კულე იქნება მით უკეთესი მაგრამ ახლა დაიდგა და ათამაშდა ეს თორე ამის ტრანსფერი რომ გამოსულიყო რა აიტანდა ამას ბარსაში, თან ძალიან არასტაბილურია და ერთი დემბელეც ზარალია და ორი ზედმეტი იქნებოდა
დემბელე ორი😂😂😂😂
წლევანდელი ვინისიუსი ჯერ კი კარგია, მარა წარმოგიდგენიათ ეს სამი სეზონი რო მარცხნივ ვინისიუსი და მარჯვნივ დემბელე ყოფილიყო? უეჭველი ნევროზი
ასეთი დემბელეც გვყავს ანჩელოტის ხელში ისიც ათამაშდებოდა
მაზილები ისედაც თავზე საყრელად გვყავს. 3 წელია რეალის ძირითადშია და სულ 10 შეხვედრა ექნება უმაღლეს დონეზე ჩატარებული. დრიბლინგი და სისწრაფე კარგი აქვს დანარჩენში საშუალო დონეც არაა.
კიდე კაი რო ჩაიშალა ეს ტრანსფერები ორი ფაფხურა არაფერში არ ჭირდება ბარსას
რას და ვინგერზე მეტად ცხრიანზე უფრო პრპდუქტიული იქნება გოლის ალღო აქვს სასწაული და კაკ რაზ ეგეთი მოძრავი ცხრიანი ჭირდება ბარსას
რას ვფიქრობ და უდუდესი ტალანტი აქვს, ძალიან კარგი გოლის ალღოც მოკლედ კარგი მწვრთნელი ამისგან მაგარ მხეცს დააყენებს, ახლანდელ ფორმას რაც შეეხება იმას თუ გავითვალისწინებთ რომ 1 წელი იუქმა და ურთულესი ოპერაციები გადაიტანა კარგი დაბრუნებაა და წესით ფორმაშიც მალე შევა
ისე ამ ფატიზე რას ფიქრობთ? აი ჯერჯერობით დასკვნების გაკეთება მიჭირს, მარა 10 ნომერობა ბარსასი და მესის შეცვლა ძაან ურთულესია, თან ამ კუმანის ხელში ვერ პროგრესირებს. რავი კაროჩე არ ვიცი რა, ისეთი ტრენერი უნდა ვის ხელშიც განვითარდება. გვარდიოლას ხელში საკაიფოდ მოიხოდებოდა.