დეკო და ეტო’ო შესაძლოა სრულ მზადყოფნაში უკვე “დეპორტივოსთან” მატჩისათვის იყვნენ. კამერუნელი და ბრაზილიელი გუშინ “ლა მასიაზე” ვარჯოშობდნენ, ხოლო დღეს ისინი გააგრძელებენ გუნდთან ერთად ვარჯიშს.
“ბარსა” შესაძლოა თავისი ორი ვარკვლავით ამ კვირაშივე გაძლიერდეს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე. სამუელ ეტო’ო და დეკო უკვე პრაქტიკულად მზად არიან დაეხმარნონ თავის გუნდს, ამიტომ ფრანკ რაიკაარდს უფრო დიდი არჩევანის საშუალება ექნება მოედნის ცენტრში და შეტევის ხაზში. ამ ორი ფეხბურთელების დაბრუნება განსაკუთრებით იმიტომ არის კარგი, რომ ორივე არის უმაღლესი კლასის ფეხბურთელი, ხოლო კლასი “ბარსელონას” განსაკუთრებით ახლა სჭირდება, როდესაც მოახლოვებულია “ვალენსიასთან” და “რეალთან” თამაშები.
მაშინ, როდესაც გუნდის ძირითადი ნაწილი რაიკაარდის მითითებით გუშინ ისვენებდა, სამუელ ეტო’ო და დეკო გუნდის სხვა ტრამვირებულ ფეხბურთელებთან ერთად “ლა მასიაზე” ვარჯიშობდნენ. კამერუნელი თავდამსხმელი გუნდთან ერთად 25 ნოემბრიდან ვარჯიშობს. დღეს, როდესაც ყველა დაუბრუნდება ვარჯიშს, ეტო’ო უკვე საბოლოოდ ჩაერთვება გუნდის დინამიკაში. თუ ყველაფერი კარგად წავიდა, ეტო’ო მოხვდება “დეპორტივოსთან” მატჩის განაცხადში და 29 აგვისტოს შემდეგ პირველად შესძლებს თამაშს. მას შემდეგ ხომ ჩემპიონატის მხოლოდ ნახევარი არის გასული.
ეტო’ოს აქვს მარჯვენა ფეხის ტრავმა და მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული დატვირთვა მისთვის ჯერ არ შეიძლება, იგი ნელ–ნელა ზრდის ფეხზე დატვირთვას, რათა არ გაიუარესოს თავისი მდგომარეობა და როდესაც თამაშს დაუბრუნდება, ასი პროცენტით იყოს მზად. სარეაბილიტაციო პროცესის დასრულება არის დროის და სათამაშო პრაქტიკის საქმე.
რაც შეეხება დეკოს, მან მარჯვენა მუხლის ტრავმა მიიღო “ვილიარეალთან” მატჩის დროს 20 ოქტომბერს. ამ ტრამვის გამო პორტუგალიელს თითქმის თვენახევარი გაუცდა. გუშინ “ლა მასიაზე” ეტო’ოსთან ერთად იგიც ვარჯოშობდა. დეკო დაკავებული იყო ფიზიკური ვარჯიშით და სპრინტერული გარბენით, ასევე ბურთით ვარჯიშით (ბურთის კონტროლი და პასები).
“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი იმედოვნებს, რომ ფეხბურთელებს არ დასჭირდებათ დიდი დრო სათამაშო რიტმში ჩასაჯდომად. გუშინწინ დეკო ორტუგალიურ პრესას გამოუტყდა, რომ იგი იმედოვნებს “დეპორტივოსთან” თამაშს და “ვალენსიასთან” და “რეალთან” თამაშის დროს სრულ მზადყოფნაში ყოფნას.
დეკოს და ეტო’ო დაბრუნებით რაიკაარდის გუნდს შეემატება ისეთი ორი ფეხბურთელი, რომლებსაც თამაშში აგრესიულობა შეაქვთ, აგრესიულობა კი დღევანდელ “ბარსელონას” ნამდვილად სჭირდება.
მაგალითად, როდესაც კამერუნელი ბურთს კარგავს, იგი მიჰყვება მოწინააღმდეგეს და ახორციელებს პრესინგს, რათა გამოასწოროს თავისი შეცდომა.
ამ ფეხბურთელების არყოფნაში რაიკაარდი იძულებული გახდა შეეცვალა ბურთის ართმევის მანერა, რაც საშინაო შეხვედრებში კარგად მუშაობდა. ფეხბურთელების კლასის და გულშემატკივრების მხარდაჭერის მეშვეობით კლუბს საკუთარ მოედანზე არცერთი ქულა არ დაუკარგავს. მაგრამ სავსებით საპირისპირო სიტუაცია იყო გასვლით შეხვედრებში. გუნდი არაორგანიზებულად გამოიყურებოდა აგრესიულად მოთამაშე მეტოქეების წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ “ესპანიოლთან” მატჩის დროს გუნდმა თამაში აშკარად გააუმჯობესა, გასვლაზე მაინც არ ჩაუტარებია მიმდინარე სეზონში არცერთი ისეთი თამაში, როგორსაც ატარებს “ნოუ კამპზე”. გასვლით თამაშებში ნაჩვენები სტატისტიკა შემაშფოთებელია: რაიკაარდის გუნდი საშუალოდ, სამი შესაძლებლიდან მხოლოდ ერთ ქულას იღებს.
“ბარსელონას” ფეხბურთელები გასვლაზე თამაშების მოგებას კიდევ ახერხებდნენ მარტო სამუელ ეტო’ოს არყოფნაში, მაგრამ სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა, როდესაც გუნდს გამოაკლდა დეკო.
ბრაზილიური წარმოშობის პროტუგალიელი ფეხბურთელი სეზონის დასაწყისში კარგ ფიზიკურ ფორმაში იყო, რაც მას საშუალებას აძლევდა ეთამაშა თვისი ფეხბურთი, მაგრამ “ვილიარეალთან” თამაშის მეორე ტაიმში მან ტრავმა მიიღო და ფეხბურთს ჩამოშორდა.
ფრანკ რაიკაარდი მთელი ამ ხნის განმავლობაში ეძებდა შექმნილი რთული სიტუაციიდან გამოსავალს და მხოლოდ ბოლოს მიაგნო მას ტაქტიკურ სქემაში ეიდორ გუდიონსენის ჩართვით და ანდრეს ინიესტას თავდასხმაში გადაყვანით. ისლანდიელმა მასზე დასისრებულ მოვალეობას თავი კარგად გაართვა და ბოლოშეხვედრებში თამაში აშკარად გააუმჯობესა, მაგრამ დეკოს დაბრუნების შემდეგ მას კვლავ სათადარიგოთა სკამზე დაბრუნება ემუქრება.
წყარო: www.barcamania.ru

