workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ვალენსია

ვალენსია ლოგო
0 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
იამალი 6'sports_soccer ფერმინი 22'sports_soccer რაფინია 50'sports_soccer პედრი 79'sports_soccer იამალი 84'sports_soccer
ოფიციალურად: დელეგატებმა Espai Barca-ს პროექტი დაამტკიცეს

ოფიციალურად: დელეგატებმა Espai Barca-ს პროექტი დაამტკიცეს

დღეს, “ბარსელონას” დირექტორთა საბჭომ კვირას გადადებული გენერალური ასამბლეა განაახლა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო.

ასამბლეაზე კლუბის წევრმა დელეგატებმა Espai Barca და მისი დაფინანსების გეგმა დაამტკიცეს. პროექტს მხარი 405-მა დელეგატმა დაუჭირა, 21-მა საწინააღმდეგო აზრი დააფიქსირა, 6-მა კი – თავი შეიკავა. პროექტს ამერიკული საინვესტიციო ფონდი, Goldman Sachs 1.5 მილიარდი ევროთი დააფინანსებს. დელეგატების მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება საბოლოო ჯერ არაა – ის კლუბის წევრების რეფერენდუმზე უნდა დამტკიცდეს, თუმცა საერთო განწყობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პრობლემა არ შეიქმნება.

Espai Barca კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომელიც განახლებულ “კამპ ნოუს”, “პალაუ ბლაუგრანასა” და “ბარსას კამპუსს” ითვალისწინებს. პროექტმა “ბარსელონას” დიდი შემოსავალი უნდა მოუტანოს. მისი დასრულება 2025 წლისთვის იგეგმება.

ასამბლეამ კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღო – დაამტკიცა რა Barca Studios-ის მცირე წილის (20%-49%) გაყიდვა. ამას მხარი 397-მა წევრმა დაუჭირა, 14-მა საწინააღმდეგო აზრი დააფიქსირა, 10-მა კი თავი შეიკავა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 26 ოქტ 2021, 22:20
    #1

    გუნდი აღარა გყავთ და სტადიონი რათ გინდათ.