გენერალური ასამბლეა

გენერალური ასამბლეა

"ბარსელონას" დირექტორთა საბჭო ამ წუთებში კვირას გადადებულ გენერალურ ასამბლეას მართავს, რომელსაც განახლებად რეჟიმში გთავაზობთ.

  • ასამბლეას საწყის ეტაპზე 4 457 მოწვეული წევრიდან მხოლოდ 389 ესწრება.
  • ასამბლეის დაწყებამდე კლუბის მდივანმა ჟოზეპ კუბელსმა ეკვადორში მოკლული "ბარსას" ყოფილი სპორტსმენის, ალექს კინიონესის ხსოვნის საპატივცემულოდ წუთიერი დუმილი ითხოვა.

ჟოან ლაპორტას გამოსვლა:

კვირას უჩვეულო სიტუაცია შეიქმნა. "ბარსელონასა" და "ვალენსიას" თამაში დაიწყო, რის გამოც, მიუხედავად განსახილველი საკითხების მნიშვნელობისა, ბევრმა თქვენგანმა ასამბლეიოს გადადება ითხოვა. ამას დავთანხმდით და ასამბლეას დღეს ვაგრძელებთ.
ბოდიშს ვიხდი, რომ შესაფერისი დრო ვერ შევარჩიეთ. გვინდა, რომ ყველაფერი განვმარტოთ და ამაში მონაწილეობა მიიღოთ. ასე მუშაობს დემოკრატია და "ბარსა".
Espai Barca-ს პროექტი მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია სტადიონის რეკონსტრუქცია, რათა კონკურენტუნარიონობა არ დავკარგოთ სხვა კლუბებთან შედარებით.
ასევე მნიშვნელოვანია კლუბის ეკონომიკა. მოულოდნელი ანალიზის გაკეთება არ მინდა, "ბარსელონა" Espai Barca-ს გარეშე კვლავ "ბარსელონა" იქნება, მაგრამ ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა.
2014 წლის რეფერენდუმის შემდეგ 145-მილინიანი ინვესტიცი განხორციელდა, მაგრამ დაგეგმილი მშენებლობის მხოლოდ 5% შესრულდა. წინამორბედო საბჭოდან ეს მივიღეთ. კლუბმა 90-მილიონიანი სესხი აიღო, რომელიც უნდა დავფაროთ. თუ პროექტს არ დავამტკიცებთ, ამას ვერ გადავიხდით.
ეს პროექტი თავის თავს თავად ამოიღებს. ამისთვის კლუბის წევრები ფულს არ გადაიხიდიან. იგი არ აისახება ხარჯების ზრდაზე, საფრთხეს არ შეუქმნის ჩვენს ანგარიშებს და არ იმოქმედებს სპორტის მენეჯმენტზე.
თუ არსებობენ ჯგუფები, რომლებსაც Espai Barca-ს დაფინანსებაში მონაწილეობა უნდათ, ამას მივიღებთ.
ვცდილობთ, საუკეთესო ფინანსური გეგმა შევადგინოთ და რაც შეიძლება მეტი დავზოგოთ. ვცდილობთ, კლუბის ეკონომიკა აღვადგინოთ და ამაში Espai Barca დაგვეხმარება.
ამ პროექტის ანგარიშებს ყოველთვის გაგაცნობოთ, რათა ამაში ყველა მონაწილე დიდი ენთუზიაზმით იყოს ჩართული. ეს ექსტრაორდინალური მემკვიდრეობა იქნება.
  • ოფიციალურად: კლუბის წევრებმა Espai Barca-ს დაფინანსების გეგმა დაამტკიცეს. ამას მხარი 405 წევრმა დაუჭირა, 21-მა  საწინააღმდეგო აზრი დააფიქსირა, 6-მა კი თავი შეიკავა. ამ პროექტის საბოლოოდ დასადასტურებლად რეფერენდუმის თანხმობაა საჭირო.
  • ოფიციალურად: ასამბლეამ Barca Studios-ის მცირე წილის (20%-49%) გაყიდვა დაამტკიცა. ამას მხარი 397-მა წევრმა დაუჭირა, 14-მა საწინააღმდეგო აზრი დააფიქსირა, 10-მა კი თავი შეიკავა.
  • ოფიციალურად: დელეგატებმა მე-4 მუხლში ცვლილებები დაამტკიცეს. ამის მომხრე 336 წევრია, 4 - წინააღმდეგი, 9-მ კი აზრის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.
  • ოფიციალურად: დამტკიცდა ცვლილებები მე-12 მუხლშიც. ამას მხარი 257-მა წევრმა დაუჭირა, 61-მა საწინააღმდეგო აზრი დააფიქსირა, 26-მა კი თავი შეიკავა.
  • ოფიციალურად: მე-16 და 23-ე მუხლებში ცვლილებებს მხარი 232-მა დელეგატმა დაუჭირა, 70-მა საწინააღმდეგო აზრი დააფიქსირა, 39-მა კი თავი შეიკავა. ამ მუხლებში ცვლილებები არ დამტკიცებულა.
  • ოფიციალურად: დამტკიცებულია 33-ე მუხლის ცვლილებაც. ამის მომხრე 301 წევრია, 24 - წიანააღმდეგი, 13-მა კი აზრის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.
  • ოფიციალურად: წევრებმა 34-ე მუხლში ცვლილებები დაამტკიცეს. ამას მხარი 334 წევრმა დაუჭირა, 4-მა საწინააღმდეგო აზრი დააფიქსირა, 3-მა კი თავი შეიკავა.
  • ოფიციალურად: ასამბლეაზე ცვლილებები 39-ე და მე-60 მუხლებშიც დაამტკიცეს. მომხრე 321 წევრია, მოწინააღმდეგე - 12, აზრის დაფიქსირებისგან თავი კი 5-მა შეიკავა.
  • ოფიციალურად: დამტკიცდა ცვლილება 67-ე მუხლშიც. ამას მხარი 265-მა წევრმა დაუჭირა, 54-მა საწინააღმდეგო აზრი დააფიქსირა, 18-მა კი თავი შეიკავა. ეს ნიშნავს, რომ, თუ კლუბს პირველ 2 სეზონში დანაკარგები ექნება, ჟოან ლაპორტას გადადგომა არ მოუწევს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 24 ოქტომბერი 2021 12:40
    0
    ციტატა: Iniesta_8
    არ მომწონს ბარსელონა იურიდიული სტატუსი და მმართველობის ფორმა, ჯობია კლუბს ერთი მფლობელი ჰყავდეს ვისაც მართლა ესმის ფეხბურთი და რასაც მოინდომებს გააკეთოს, ვიდრე 100000-ზე მეტი რომლებიდანაც ნახევარზე მეტი არჩევნებში არ მონაწილეობს და კლუბის მმართველობაში ან მონაწილეობას არ იღებს ან აზრზე არაა საერთოდ რა ხდება და რა უნდა გააკეთოს.

    ერთმართველობა და ერთი კაცის ხუშტურზეც არ უნდა იყოს ამხელა კლუბი.
    გულშემატკივარი [?]
    #4 23 ოქტომბერი 2021 19:47
    0
    აი მაგათ მანდ კიდიათ და არ ესწრებიან ანსამბლეას.....
    ჩვენ აქ გვანერვიულებენ
    თუ აზრი არ აქვს წევრების მისვლას აბა მაგდენი რატომ არიან?
    თუ არადა მაგარი უპასუხიმგელო ხალხი ყოფილან
    შე კაიკაცო მიდი თქვი რამე გადმოანთხიე სიბრძნე 4500 კაციდან ერთი ჭვიანურთან მიახლოებული ხომ
    წამოგცდება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 23 ოქტომბერი 2021 19:25
    2
    ციტატა: Iniesta_8
    არ მომწონს ბარსელონა იურიდიული სტატუსი და მმართველობის ფორმა, ჯობია კლუბს ერთი მფლობელი ჰყავდეს ვისაც მართლა ესმის ფეხბურთი და რასაც მოინდომებს გააკეთოს, ვიდრე 100000-ზე მეტი რომლებიდანაც ნახევარზე მეტი არჩევნებში არ მონაწილეობს და კლუბის მმართველობაში ან მონაწილეობას არ იღებს ან აზრზე არაა საერთოდ რა ხდება და რა უნდა გააკეთოს.

    გეთანხმები იმაში რომ ყველაფერი შესაცვლელია: მმართველობის ფორმაც და წევრებიც რადგან აშკარად პროგრესი არ აქვთ საერთიდ არაფერში... რანაირი ანსაბლეაა როცა 10% იც კი არ ესწრება... ისეთი შეგრძნება მიჩნდება რომ უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან საქმეს
    Culé [?]
    #2 23 ოქტომბერი 2021 19:16
    2
    არ მომწონს ბარსელონა იურიდიული სტატუსი და მმართველობის ფორმა, ჯობია კლუბს ერთი მფლობელი ჰყავდეს ვისაც მართლა ესმის ფეხბურთი და რასაც მოინდომებს გააკეთოს, ვიდრე 100000-ზე მეტი რომლებიდანაც ნახევარზე მეტი არჩევნებში არ მონაწილეობს და კლუბის მმართველობაში ან მონაწილეობას არ იღებს ან აზრზე არაა საერთოდ რა ხდება და რა უნდა გააკეთოს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 23 ოქტომბერი 2021 18:32
    1
    ასამბლეას საწყის ეტაპზე 4 457 მოწვეული წევრიდან მხოლოდ 389 ესწრება.
    და რა უნდა განიხილოს 389 წევრმა, თუ 4068 წევრს სულ ფეხებზე კიდია ეს სესია. ალბათ უფრო მნიშვნელოვანი საქმეებით არიან დაკავებულები.