“ბარსელონას” 39-ე პრეზიდენტი, სანდრო როსელი, შესაძლოა, ციხეში კიდევ ერთხელ აღმოჩდნეს.
Sport წერს, რომ პროკურატურა მას 2012 წელს, გადასახადების დამალვას ედავება. საქმის პროკურორის, პედრო კასტროს, მტკიცებით, 2009 წელს დაარსებულ კომპანიას, Toc SLU-ს, რომელიც სანდრო როსელის ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის მისამართზე იყო რეგისტრირებული, შიდაორგანიზაციული სტრუქტურა არ გააჩნდა და მის მიერ შეთავაზებულ სერვისებს რეალურად არ ახორციელებდა.
სხვა გარემოებებთან ერთად, პროკურატურა მას ამ გზით 352 382 ევროს ოდენობის შემოსავლის დამალვაში ადანაშაულებს და მისთვის სასჯელის ზომად 2 წლითა და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას მოითხოვს.
სანდრო როსელი 2017 წელს, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების აუდივიზუალურ უფლებების საქმესთან დაკავშირებითაც იყო დაკავებული, თუმცა ციხეში გატარებული 22-თვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ, 2019 წლის თებერვალში, სასამართლომ იგი უდანაშაულოდ ცნო.
ასევე, ჯერ არ დასრულებულა ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებით არსებული სასამართლო პროცესი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 5-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
nika 54,
მე მაშინ შემეცოდა, როცა მოყვა როგორ დაპანიკდა ციხეში შეყვანის დღეს რო კონტრაცეპტივები და მაზი გადასცეს.
მოიცა ეგ მართლა გადასცეს? 🤣🤣🤣🤣
მე მაშინ შემეცოდა, როცა მოყვა როგორ დაპანიკდა ციხეში შეყვანის დღეს რო კონტრაცეპტივები და მაზი გადასცეს.
ადრე მეცოდებოდა ეს ნაბიჭვარი, მეგონა არ იმსახურებდა, მაგრამ ახლა დავრწმუნდი, რომ ვირთხაა. ბართომეუც მიუსვით გვერდით. იქაა ორივეს ადგილი.