workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მირჩა ლუჩესკუ ბარსასთან მატჩის წინ: კუმანი ძალიან რისკავს

მირჩა ლუჩესკუ ბარსასთან მატჩის წინ: კუმანი ძალიან რისკავს

კიევის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა, მირჩა ლუჩესკუმ “ბარსელონასთან” მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

ეს უჩვეულო სეზონია. თითქმის ყველა კლუბს ჩემპიონთა ლიგის პირველი ორი ტურის შემდეგ მოგება სჭირდება. არამხოლოდ “ბარსელონას” სჭირდება ქულები, ჩვენც გვჭირდება ისინი.

ის, რაც “ბარსელონაში” ხდება – ეს ნორმალურია ახალი გუნდის შენების პირობებში. გუნდის შენარჩუნება ყოველთვის მარტივია, ვიდრე თავიდან შენება. ამიტომაც “ბარსელონას” ახლა დრო სჭირდება.

კატალონიელებს ბევრი ახალგაზრდა პერსპექტიული მოთამაშე ჰყავთ, მაგრამ პროგრესისთვის მათ გუნდური შედეგები სჭირდებათ. გასაგებია, რომ გუნდი არამხოლოდ ახალგაზრდა მოთამაშეებით შენდება, საჭიროა ასევე გამოცდილი შემსრულებლები. ვფიქრობ, რომ აგუეროს მოსვლა, რომელსაც უზარმაზარი გამოცდილება აქვს საერთაშორისო მატჩებში, ახალგაზრდა მოთამაშეებს ახალ იმპულსს შემატებს და მათ განვითარებაში დაეხმარება.

მე კუმანს ვეთანხმები იმაში, რომ “ბარსელონასთვის” რთულია მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე რამე მიზანი ჰქონდეს. ამ ტურნირზე გუნდები ძალიან ძლიერები არიან.

ის ძალიან რისკავს ახალგაზრდა მოთამაშეების მოწვევით. ეს “ბაიერნთან” თამაშში ჩანდა. გვრჩება მხოლოდ ის, რომ “ბარსელონას” გულშემატკივრებს მოთმინება ვუსურვოთ კუმანისა და გუნდის შედეგების მიმართ.

ანსუ ფატის შესახებ:

ყველაფერი მასზე არაა დამოკიდებული. მას უჭირს, ვინაიდან ასეთ დიდ კლუბში გულშემატკივრების მხრიდან დიდი ზეწოლაა. მან ამ ზეწოლას უნდა გაუძლოს. მაგრამ ეს რთულია.

რონალდ კუმანის შემცვლელის შესახებ:

კუმანი ახლა ყველაზე რთულ სამწვრთნელო პერიოდს განიცდის, რაც შეიძლება ფეხბურთში იყოს. პერიოდი, როდესაც დასრულდა ციკლი, გამოცდილი ოსტატი მოთამაშეების ადგილას ახალგაზრდები მოდიან და გუნდი თავიდან უნდა აშენდეს, რასაც მოთმინება სჭირდება.

ამ მომენტისთვის, მე სხვა მწვრთნელს ვერ ვხედავ, რომელიც დავალებას უკეთ გაუმკლავდება, ვიდრე კუმანი.

 – განაცხადა რუმინელმა სპეციალისტმა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (14)

  • Fc Barca Batumi
    schedule 20 ოქტ 2021, 19:13
    #14

    ციტატა: nika 54
    ამ მომენტისთვის, მე სხვა მწვრთნელს ვერ ვხედავ, რომელიც დავალებას უკეთ გაუმკლავდება, ვიდრე კუმანი.
    ესეც მაგარი აფერისტი ყოფილა.


    ამას და კუმანს ტვინში კუჭი აქვთ აშლილი

    ციტატა: neo222
    გრიზმანმა აიწყვიტა. ბარსელონაში დაბმული ყავდააათ?


    იქ მწვრთნელია, აქ კი კუმანა

    ციტატა: Albicelecte
    ჰო, ახალი გუნდის აწყობა არაა იოლი საქმე, მაგრამ კუმანის აწყობილი გუნდი ვინმეს გინახავთ?!


    კუმანს ვინ დააცლის აწყობას, ეს სეზონი და ჰაიდაააა ლაპო გაუშვებს

    ციტატა: Norman Bates
    რა შემადგენლობა ყავს ტენ ჰაგს და მთელი ევროპა წამოცმული ყავს, აქ კიდევ კუმანი წუწუნებს არ მყავს ფეხბურთელებიო. მთელი გუნდი გაუყიდეს ტენ ჰაგს, ახლიდან ააწყო 2 წელში და ისევ ანგრევს ყველაფერს


    მასეა ძამიკო, მეც ამას გავიძახი: "კაი ტრენერი, კუნძსაც აათამაშებსთქო" და აგერ აიაქსი ფრინავს, კუმანას სძინავს

  • nika 54
    schedule 20 ოქტ 2021, 15:23
    #13

    ამ მომენტისთვის, მე სხვა მწვრთნელს ვერ ვხედავ, რომელიც დავალებას უკეთ გაუმკლავდება, ვიდრე კუმანი.
    ესეც მაგარი აფერისტი ყოფილა.

  • neo222
    schedule 20 ოქტ 2021, 07:45
    #12

    გრიზმანმა აიწყვიტა. ბარსელონაში დაბმული ყავდააათ?

  • me da barca
    schedule 20 ოქტ 2021, 02:51
    #11

    ციტატა: frenkie dejong21
    ჩემს აზრზე ვჩები რო გრიზმანი არ უნდა გაეშვათ 😃 წასასველი იყო მარა არა ეხლა
    და თან ლუკ დეიონი მის შემცვლელად

    ეს გრიზმანი ხანდახან მაინც დებდა ხოლმე დონე თამაშებს და დაცვაშიც ეხმარებოდა გუნდს ამ ხემ კიდე მარტო თავით თამაში იცის და მაგითინაც ვერ თამაშობს 😃

    არადა ნორმალური მწვრთნელი მესის წასვლის მერე გრიზმანს მართლა იდეალურად გამოიყენებდა


    პირველ რიგში მაღალი ხელფასის გამო გაუშვეს.

  • Albicelecte
    schedule 20 ოქტ 2021, 01:28
    #10

    ჰო, ახალი გუნდის აწყობა არაა იოლი საქმე, მაგრამ კუმანის აწყობილი გუნდი ვინმეს გინახავთ?!

  • Norman Bates
    schedule 20 ოქტ 2021, 01:22
    #9

    რა შემადგენლობა ყავს ტენ ჰაგს და მთელი ევროპა წამოცმული ყავს, აქ კიდევ კუმანი წუწუნებს არ მყავს ფეხბურთელებიო. მთელი გუნდი გაუყიდეს ტენ ჰაგს, ახლიდან ააწყო 2 წელში და ისევ ანგრევს ყველაფერს

  • El pistolero 9
    schedule 20 ოქტ 2021, 01:15
    #8

    აიაქსი უკომენტაროდ. ატლე შემეცოდა

  • frenkie dejong21
    schedule 20 ოქტ 2021, 01:12
    #7

    ჩემს აზრზე ვჩები რო გრიზმანი არ უნდა გაეშვათ 😃 წასასველი იყო მარა არა ეხლა
    და თან ლუკ დეიონი მის შემცვლელად

    ეს გრიზმანი ხანდახან მაინც დებდა ხოლმე დონე თამაშებს და დაცვაშიც ეხმარებოდა გუნდს ამ ხემ კიდე მარტო თავით თამაში იცის და მაგითინაც ვერ თამაშობს 😃

    არადა ნორმალური მწვრთნელი მესის წასვლის მერე გრიზმანს მართლა იდეალურად გამოიყენებდა

  • Iniesta_8
    schedule 20 ოქტ 2021, 01:07
    #6

    ხვალ უნდა მოვიგოთ ამათ, თან ადვილად. დღეს კაი საფეხბურთო დღე იყო, ყველა თამაში სანახაობრივი გამოვიდა. გრიზმანმა გააფუჭა თამაში თავისი ღლეური გამოხტომით მარა მთლიანობაში მაინც მაგარი შეხვედრა იყო, არ მეგონა ატლეტიკო 0-2 ასე თუ დაატრიალებდა თამაშს. მსაჯიც ლივერპულის ლოიალურად ექცეოდა, თორე უფრო ატლეტიკო გავდა მომგებს. ბარსას 15 წუთში 2 გოლი რომ გაეშვა ჩაღუნავდნენ თავს და 0-4 მორჩებოდა.

  • rivaldo80
    schedule 20 ოქტ 2021, 01:06
    #5

    ეს ჰოლანდი დაიჭერს ჭ კლასის გუნდებს ამოტენის და თავი პელე გონია კარგ გუნდებთან მე ჯერ მაგის მაგარი თამაში არ მინახავს მაგას თუ არ მიართვი 90% ვერაფერს ქმნის

  • me da barca
    schedule 20 ოქტ 2021, 00:45
    #4

    ჰალანდის დორტმუნდი რასაც ქვია გაძუკნა აიაქსმა.
    ტენ ჰააგი თუ მოვა ბარსაში, ჯანდაბას ზაფხულამდე ავიტან კუმანს.

  • Moriba
    schedule 20 ოქტ 2021, 00:12
    #3

    აუუ დე პაული რა დონეა

  • El pistolero 9
    schedule 20 ოქტ 2021, 00:01
    #2

    ციტატა: La Pulga10
    ესეც გვეკაიფება


    აშკარად

  • La Pulga10
    schedule 19 ოქტ 2021, 23:38
    #1

    ესეც გვეკაიფება