workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა ჰოლანდის ალტერნატივად ისაკს განიხილავს

ბარსელონა ჰოლანდის ალტერნატივად ისაკს განიხილავს

“ბარსელონა” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე თავდასხმის ხაზის გაძლიერებას გეგმავს.

როგორც უკვე ცნობილია, კატალონიელთა მთავარი სამიზნე “დორტმუნდის” 20 წლის ვარსკვლავი, ერლინგ ჰოლანდი იქნება. “ბლაუგრანას” ნორვეგიელისთვის ბრძოლაში ბევრი კონკურენტი ეყოლება. Cadena SER-ის ჟურნალისტის, სიკე როდრიგესის ინფორმაციით, “ბარსა” ჰოლანდის ალტერნატიულ ვარიანტად “სოსიედადის” შვედ თავდამსხმელს, ალექსანდრ ისაკს განიხილავს. 22 წლის ფეხბურთელი ბოლო პერიოდში შესანიშნავ ფეხბურთს აჩვენებს.

Transfermarkt-ი ისაკის ღირებულებას 40 მილიონ ევროდ აფასებს, ხოლო მისი გამოსასყიდი თანხა, როგორც ვრცელდება ინფორმაცია, 90 მილიონ ევროს შეადგენს. მას შემდეგ, რაც ის 2019 წელს, “სოსიედადში” გადავიდა, 96 მატჩში 34 გოლი გაიტანა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • nika 54
    schedule 19 ოქტ 2021, 17:16
    #9

    ციტატა: SHOTADEPAY9
    ისაკი არ არის ცუდი მაგრამ ჰოლანდი სჯობია


    ჰოლანდს ტრანსფერიც რო გავრისკოთ, ხელფასს ვერ გადავუხდით.

  • basa7
    schedule 19 ოქტ 2021, 00:30
    #8

    დარვინ ნუნესზე ხო არ ჯობია რომ იფიქრონ? ვინც არ იცითMy Webpage

  • Adrian
    schedule 18 ოქტ 2021, 22:46
    #7

    ციტატა: El pistolero 9
    ჰოლანდი, ისაკი, ვლაჰოვიჩი, ოსიმენი ამათგან რომელიმე უნდა დავითრიოთ


    ვლაჰოვიჩი ჩაისვრის ბარსაში

  • El pistolero 9
    schedule 18 ოქტ 2021, 20:31
    #6

    ჰოლანდი, ისაკი, ვლაჰოვიჩი, ოსიმენი ამათგან რომელიმე უნდა დავითრიოთ

  • Albicelecte
    schedule 18 ოქტ 2021, 20:12
    #5

    ისაკი გამოკვეთილი 9-იანია, საკმაოდ კარგი, ტექნიკური და ფიზიკურადაც ძლიერი

  • Pirat❤️💙
    schedule 18 ოქტ 2021, 19:59
    #4

    თუ ჰალანდი ვერა ოსიმენია მოსაყვანი შეუჩერებელია

  • rivaldo80
    schedule 18 ოქტ 2021, 19:52
    #3

    მაგ გაღორებულ ჰოლანდს არაფერი ეტყობა რომ ბარსაში უნდა ამიტომ ისაკი ბევრად რეალურიაა და დნმ ბარსასი ისაკს უფრო აქვს.

  • Gigi
    schedule 18 ოქტ 2021, 19:49
    #2

    მე პირადად ისაკი მირჩევნია ჰოლანდს შეიძლება კლასით ჩამოუვარდება მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრია და ვფიქრობ ისაკი უფრო ჩაჯდება ბარსას შემადგენლობაში ვიდრე ჰოლანდი იმის ხარჯზე რომ უფრო მოძრავი ფორვარდია პლიუს არ არის ეგეთი ახვარი ხასიათის რაც უმნიშვნელოვანესია ხელფასსაც ნაკლებს მოითხოვს თავისთავად პლიუს ლა ლიგაში თამაშობს ისედაც და ადაპტაციის პერიოდი არ უნდა გაეჭიმოს წესით ფაჩიკოს გარმონივით მოკლედ გამტანიცაა და ასე შემდეგ აი ჰოლანდი რაც არუნდა აპიარონ, აქონ და ადიდონ მე პირადად მაგის ნაბი….რი დედასშვ….. ნამდვილად არ მინდა მაგის ბარსაში ხილვა ჰოლანდზე არანაკლები იყო იბრა მაგრამ ეტოოს მერე იბრამ ვერაფერი ვერ ქნა საერთოდ კამერუნელთან არც კი შევადარებდი იმ თამაშის მიხედვით რაც ბარსაში აჩვენა არადა ინტერს პლიუს 40 მილიონი დაუმატეს როგორც მახსოვს იბრა-ეტოოს ბარტერზე ასე რომ …….

  • EL MAESTRO 6
    schedule 18 ოქტ 2021, 19:28
    #1

    ისაკი კარგი ვარიანტია… რავი მე მაგრად მევასა ეგ ფეხბურთელი