ესპანელ–ბრაზილიელმა, რომელმაც “ამერიკასთან” 90 წუთი 9 ნომრის პოზიციაზე იასპარეზა განაცხადა, რომ მისთვის მთავარი სათამაშო დრო და ფეხბურთით სიამოვნების მიღებაა და არა პოზიცია, თუ სად ითამაშებს.
ესპანეთის ნაკრებში გამოძახებულმა ტიაგო ალკანტარამ “ამერიკასთან” მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა: “ყველაფერი რაც მე მინდა არის თამაში. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ვითამაშებნ ვინგერად, 9 ნომრად თუ ნახევარმცველად. ვითამაშებ იქ, სადაც პეპი მეტყვის” – განაცხადა ტიაგომ.
რაც შეეხება მომავალ კვირას, მადრიდის “რეალთან” გასამართ მატჩს, ტიაგომ განაცხადა: “საკუთარ თავს ძირითად შემადგენლობაში ვერ ვხედავ, რადგან ამისთვის ბევრი მუშაობაა საჭირო. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენთვის აუცილებელი გამარჯვებაა“.
ადრიანო ბედნიერია
ადრიანო კორეიამ, რომელიც “ამერიკასთან” მატჩში ძირითადში იყო და დავიდ ვილიას საგოლე გადაცემა გაუკეთა აღნიშნა, რომ “მოედანზე თავს კარგად ვგრძნობდი, მაგრამ მუშაობის გაგარძელებაა საჭირო, რათა სეზონისთვის კარგად მოვემზადოთ“. ამას გარდა მან განაცხადა, რომ მატჩის დღეს შესანიშნავი ამინდი იყო. შეგახსენებთ, რომ მატჩის დღეს ქალაქში მაქსიმალური ტემპერატურა 40 გრადუსი იყო.


