დარვინ ნუნიესის ჩაშლილი ტრანსფერი ბარსელონაში

დარვინ ნუნიესის ჩაშლილი ტრანსფერი ბარსელონაში

გასულ წელს, “ბარსელონა” “ბენფიკას” ურუგვაელი თავდამსხმელის, დარვინ ნუნიესის, შეძენას ცდილობდა.

Mundo Deportivo ჩაშლილი ტრანსფერის დეტალებს ასაჯაროვებს. 2020 წლის სატრანსფერო ფანჯრის დროს, როდესაც ნუნიესი სეგუნდა დივიზიონში, კერძოდ კი “ალმერიაში” თამაშობდა (ანდალუსიურმა კლუბმა იგი 13 მილიონ ევროდ შეიძინა), “ბარსას” მისი დამატება გადაწყვეტილი ჰქონდა. კლუბი ახალგაზრდა ფეხბურთელს ჯერ კიდევ “პენიაროლში” ასპარეზობის დროს აკვირდებოდა. ევროპაში ჩატარებულ სადებიუტო სეზონში ნუნიესმა 32 შეხვედრაში ითამაშა და 16 გოლის გატანაც შეძლო.

“ბარსელონასა” და “ალმერიას” შორის შეთანხმება, თითქმის, მიღწეული იყო. საუბარი, დაახლოებით 15-20 მილიონ ევროზე იყო, რასაც მომავალი ტრანსფერიდან “ალმერიასთვის” 20%-იანი წილიც ემატებოდა. თუმცა შემდეგ პროცესში “ბენფიკა” 25-მილიონიანი შეთავაზებით ჩაერთო. “ბლაუგრანამ” “ალმერიას” აცნობა, რომ თავისი შეთავაზების გაუმჯობესებას ვერ შეძლებდა და შედეგად, ურუგვაელი ფეხბურთელი “ბენფიკაში” აღმოჩნდა.

რამდენიმე დღის წინ, ჩემპიონთა ლიგაზე, ნუნიესმა “ბარსელონას” კარში გოლის გატანა შეძლო. “ბარსა” მისი შეძენით კვლავ დაინტერესებულია, თუმცა პორტუგალიელებთან შეთანხმების მიღწევა ძალიან რთული იქნება.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (6)

  • Bakero
    11 ოქტ 2021, 21:22

    ციტატა: basa7

    ციტატა: Bakero
    ეს კი მაგრად მოერგებოდა სუარესის შემდეგ პატარას მაინც ამოვისუნთქავდით შეტევაში რავიცი მე მომწონს არ უნდა იყოს ცუდი ვარიანტი მაგრამ არც ლაპორტას იმედი მაქვს და არც მისი შტაბის confused


    მოერგებოდა რომელია, უმაგრესზე უმაგრესი ბიჭია


    არვიცი ამისგან რა დადგება მაგრამ მე სამხრეთ ნახევარსფეროს ფეხბურთელები მირჩევნია ყოველთვის ბარსელონაში! ესპანურ/კატალონიური მიქსი ლათინო ამერიკელებთან ერთად მაგის დიდი გამოცდილებაც არის უკვე ბარსელონაში აღარ ჩამოვთვლი და რატომ იგონებენ ველოსიპედს ნამდვილად არ მესმის

  • gecheche
    11 ოქტ 2021, 19:49

    თუ გაიჩითა ფული იქნება მოიყვანონ ეს ჰოლანდივით პაკაზუხა არაა და არააქ თავში ავარდნილი ჯეკას ბოვშია იმენა

  • Albicelecte
    11 ოქტ 2021, 17:10

    აი ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ უსერიოზულესი ფორვარდი დადგეს

  • basa7
    11 ოქტ 2021, 16:13

    ციტატა: Bakero
    ეს კი მაგრად მოერგებოდა სუარესის შემდეგ პატარას მაინც ამოვისუნთქავდით შეტევაში რავიცი მე მომწონს არ უნდა იყოს ცუდი ვარიანტი მაგრამ არც ლაპორტას იმედი მაქვს და არც მისი შტაბის confused


    მოერგებოდა რომელია, უმაგრესზე უმაგრესი ბიჭია

  • Bakero
    11 ოქტ 2021, 14:53

    ეს კი მაგრად მოერგებოდა სუარესის შემდეგ პატარას მაინც ამოვისუნთქავდით შეტევაში რავიცი მე მომწონს არ უნდა იყოს ცუდი ვარიანტი მაგრამ არც ლაპორტას იმედი მაქვს და არც მისი შტაბის confused

  • nika 54
    11 ოქტ 2021, 13:50

    ნეტა რისი შნო აქვთ, ამას იმაზე ნაკლებად ხო არ მოგვცემენ რაც გადაიხადეს და მეტი რამდენის მიმცემები არიან. მოკლედ მესი-სუარესი გაუშვა და თავდამსხმელის ძებნა დაიწყო, მაგარი მოხერხება უნდა რა, ბრავო ლაპორტა. კუმანის ხსენებაც არა ღირს.