workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხოსეპ გვარდიოლა: წნეხი საჭიროა…

ხოსეპ გვარდიოლა: წნეხი საჭიროა…

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, მატჩისწინა პრესკომფერენციაზე თქვა, რომ წნეხს, რომელსაც მისი გუნდი განიცდის ელ-კლასიკოს წინ, საჭიროა კიდეც, რადგან ეს ხომ მხოლოდ თამაშია 3 ქულისთვის, ეს არის ფინალის ფასის ტოლი ბრძოლა.

პრესკონფერენციაზე ხოსეპ გვარდიოლამ თქვა: “მირჩევნია წნეხის ქვეშ ვიყო, რადგან თუ ჩემპიონობა გვინდა, ბერნებეუზე უნდა მოვიგოთ, რისიც ძალიან დიდი შანსი გვაქვს”.

პეპ გვარდიოლას კარგად აქვს გათვითცნობიერებული, როგორი მნიშვნელობა აქვს ამ ელ-კლასიკოს. მისი აზრით ყველა ფაქტორი რომელიც “ბარსას” ფეხბურთელების ფსიქოლოგიაზე მოქმედებს გამოწვეულია იმით რომ ისინი ლა ლიგის სათავეში იმყოფებიან და თუ ამ მატჩს მოიგებენ ძალიან მიუახლოვდებიან ჩემპიონის ტიტულს. გვარდიოლას განცხადებით ხვალ არის ფინალი ყველა თავისივე ამბიციით.

გვარდიოლას სჯერა თავის ფეხბურთელების და ის ბედნიერი იქნება თუ თამაშის დასრულების შემდეგ ტაბლოზე ის ანგარიში დაფიქსირდება რომელიც მას სურს. მისივე თქმით იგი რაც შეიძლება მეტად იფრთხილებს, რადგან მოწინააღმდეგე ხომ მადრიდის “რეალია” და არა სხვა ვიღაც, თან სეზონიც დასრულების პირასაა და ახლა ქულების ფლანგვის დრო არ არის.
“ბარსას” დამრიგებელი “თეთრების” თამაშსაც შეეხო: “მათ აქვთ თავიანთი ღირსება. ფეხბურთში ქულებს ვერ დააგროვებ თუ ცუდად თამაშობ, “რეალი” კი ასეთ გუნდებს არ განეკუთვნება. ეს წელიწადი “ბარსელონასთვის” ძალიან დატვირთული იყო და ჩვენ კარგი ფინიშისკენ უნდა წავიყვანოთ გუნდი”.

გვარდიოლამ გადაწყვიტა ხუთშაბათს ფეხბურთელები დაესვენებინა. იგი პირველად არ აკეთებს, რომ თამაშამდე 2 დღით ადრე გუნდი დაესვენებინა.

ბოლოს ხოსეპ გვარდიოლამ დაამატა: “”რეალის” ფეხბურთელები არ არიან დარლილები და მათთან თამაში გაგვიჭირდება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს მატჩი მოვიგოთ”.

წყარო www.fcbarcelona.cat

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward