ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 8 მაისი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 8 მაისი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 8 მაისს მოხდა.

თამაშები

8 მაისს “ბარსელონას” 14-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 9 მატჩი მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.

1970 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი ლუის ენრიკე.

1996-2004 წლებში ენრიკემ “ბლაუგრანას” მაისურით 303 თამაში ჩაატარა და 110 გოლი გაიტანა. კატალონიელებთან ერთად მან 2 ესპანეთის თასი, 2 ესპანეთის ჩემპიონატი, 1 ესპანეთის სუპერ თასი, 1 თასების მფლობელთა თასი და 1 ევროპის სუპერ თასი მოიგო.

2014-2017 წლებში ენრიკე “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი იყო. მან გუნდს 2 ესპანეთის ჩემპიონატი, 3 ესპანეთის თასი, 1 ესპანეთის სუპერ თასი, 1 ჩემპიონთა ლიგა, 1 ევროპის სუპერ თასი და 1 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოაგებინა.

2008 წელი

პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ფრანკ რაიკარდი და მისი თანაშემწე იოჰან ნეესკენსი გუნდს დატოვებდნენ.

2016 წელი

ბარსელონურ დერბიში “ბარსამ” “ესპანიოლი” 5-0 გაანადგურა. გოლები სუარესმა (2), მესიმ, ნეიმარმა და რაფინიამ გაიტანეს.

2020 წელი

ზედიზედ 4-ჯერ მე-2 ადგილზე გასვლის შემდეგ “ბარსელონას” ქალთა გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო. კატალონიელები ჩემპიონები მას შემდეგ გამოცხადდნენ, რაც კორონავირუსის გამო ჩემპიონატი შეწყდა. დასრულებამდე 9 ტურით ადრე “ბარსა” გათამაშებას 9 ქულით ლიდერობდა. საუკეთესო ბომბარდირებში პირველი 2 ადგილზე “ბარსელონას” მოთამაშეები, ჯენი ერმოსო (23 გოლი) და აზიზატ ოშოალა (20) გავიდნენ.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (5)

  • Albicelecte
    08 მაი 2021, 14:38

    ლუჩო ყოფილა იუბილარი და მივულოცოთ სულით და გულით!!!

  • ჯერემი რენერი
    08 მაი 2021, 14:01

    13 წლის წინ ლაპორტამ საფუძველი ჩაუყარა ისტორიის დაწერას, იქნებ კიდევ ერთხელ გვანახოს გვარდიოლა..

  • barcelona87
    08 მაი 2021, 13:00

    dges jesus arelanos(1973),danilo tursiosis(1978),franco barezis(1960),claudio tafarellis(1966),luis henriques(1970)lucimar da silva lucios(1978).dab.dgeebia.

  • nika 54
    08 მაი 2021, 12:51

    ენრიკეს დიდი მილოცვები, პირველივე წელს ლიგის დადება არ არის მარტივი. ბარსელონას ლეგენდა კი იყო , მაგრამ გამოდის რეალის ლეგენდაც იყო და ცოტა აქ ირევა ამბები. ფიგუ არ იყო მაგრამ…

  • BEQA BARCA
    08 მაი 2021, 12:33

    ენრიკე❤ ჩემი აზრით ერთ-ერთი უძლოერესი ტრენერი. მგონი ადრე წავიდა….