workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მილანს ალექს კოლიადოს შეძენა უნდა

მილანს ალექს კოლიადოს შეძენა უნდა

იტალიური “მილანი” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში “ბარსელონას” ნახევარმცველის, ალექს კოლიადოს დამატებას შეეცდება. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

კოლიადოს ახლა ძალიან რთული პერიოდი უდგას. ახალგაზრდა ფეხბურთელი “ბარსას” არცერთ გუნდში დარეგისტრირებული არაა და შესაბამისად, მას თამაშის უფლება არ აქვს. ესპანელი მოთამაშე ემოციურად იმდენად განადგურებული იყო, რომ იგი კარიერის დასრულებაზეც კი ფიქრობდა.

MD-ს ცნობით, “მილანს” სურს, კოლიადო იანვარში შეიძინოს, მაგრამ ფეხბურთელის სურვილი “ბლაუგრანაში” წარმატების მიღწევაა. 22 წლის მოთამაშეს სჯერა, რომ გუნდში მისი ადგილი არის. ამასთანავე, რონალდ კუმანი მას მხარს უჭერს და ვარჯიშების დროს გაუმჯობესებაში დიდ დახმარებას უწევს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 07 ოქტ 2021, 16:54
    #8

    ციტატა: azulgerana
    როგორ დატოვეს ეს ბიჭი ჰაერში


    გაუჭირდებოდა ბარსელონას ხელმძღვანელობას კიდევ ერთი და მერამდენე უაზრო ქმედებით თავის გამოჩენა.

  • nika 54
    schedule 07 ოქტ 2021, 16:29
    #7

    მერე იანვარში ხო შეუძლიათ დარეგისტრირება, ნუ გაყიდიან ასე მონდომებულია თუა.

  • Davita
    schedule 07 ოქტ 2021, 15:51
    #6

    ლაპორტას დდშ კუმანის დატოვებისთვის. ორივე არაკაცები არიან

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 07 ოქტ 2021, 15:47
    #5

    ამჟამინდელი პრეზიდენტის ხელში თამამად შეიძლება იმის თქმა რომ კუმანის გაშვება არ მოხდება,პრეზიდენტობის ვადა სანამ არ ამოეწურება მანამდე მოგვიწევს კუმანის ატანა.

  • EL MAESTRO 6
    schedule 07 ოქტ 2021, 15:25
    #4

    სადაა კაცო გასაშვები შემტევები, მითუმეტეს ცაციაა მა მარჯვნივ ხალხი გვინდა სასწრაფოდ , კუმანს თავ #რაკი უნდა აგინო ამის ასე ჰაერში გამოკიდებისთვის

  • Albicelecte
    schedule 07 ოქტ 2021, 14:52
    #3

    უბრალოდ სძულს კატალონიელები და მაგიტომ აკეთებს ამას
    რაც შეეხება კოლადოს, მილანი ძალიან კარგი ადგილია იმისათვის, რომ განვითარდეს და სერიოზული ფეხბურთი ითამაშოს
    კასტილიეხოს კონკურენციას როგორმე გაუმკლავდება

  • Norman Bates
    schedule 07 ოქტ 2021, 13:22
    #2

    მხარს უჭერს კი არა კუმანს ჯიში აქვს მოსახნავი ამის და კიდევ ბევრი ახალგაზრდას გამწარებისთვის. ერთხელ ათამაშა და ეგრევე ამოიჩემა, თქვა დემირი მირჩევნიაო და კი ვხედავთ ეგ დემირი რაც არის. უბრალოდ ხისთავიანი არაკაცია და მორჩა რა. ნებისმიერი გუნდი მეცოდება მაგის ხელში

  • azulgerana
    schedule 07 ოქტ 2021, 12:27
    #1

    როგორ დატოვეს ეს ბიჭი ჰაერში