ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია, რომ ლეგენდარულმა კალათბურთელმა, პაუ გასოლმა კარიერა, რომელიც ორ დეკადაზე მეტხანს გაგრძელდა, დაასრულა.
41 წლის ლეგენდა სანაკრებო კარიერას ჯერ კიდევ აგვისტოში, ტოკიო 2020-ის (რომელიც მისთვის მე-5 ოლიმპიადა იყო) მეოთხედფინალში ამერიკის შეერთებულ შტატებთან წაგების შემდეგ დაემშვიდობა.
გასოლი, რომელიც NBA-ს ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონია, მიმდინარე წლის თებერვლიდან “ბარსელონას” წევრი გახლდათ – ის მშობლიურ კლუბში 20 წლის შემდეგ დაბრუნდა. მან აშშ 2019 წელს დატოვა, თუმცა, 2 წელი ტრავმის გამო იუქმა.
პაუ აცხადებს:
ესპანელმა ეს განცხადება ბარსელონაში მდებარე ოპერის თეატრში გააკეთა, სადაც მისი ყოფილი თანაგუნდელები და ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, მათ შორის, მისი ცოლი, ქალიშვილი და ძმა – მარკ გასოლი.
გასოლმა NBA “ლოს ანჯელეს ლეიკერსთან” ერთად, 2009 და 2010 წლებში მოიგო. ხუთ ამერიკულ გუნდთან ერთად, რეგულარული სეზონში, 1226 მატჩში საშუალოდ, მის ანგარიშზე 17 ქულა და 9.2 მოხსნაა. 2001 წლის “დრაფტზე” ის მე-3 ნომერი იყო, რომელიც თავდაპირველად “ატლანტამ” აირჩია და საბოლოოდ, “მემფისში” გაუშვა.
პაუმ NBA-ში ბოლოს 2019 წელს, “მილუოკის” რიგებში ითამაშა, იმავე წელს კი კონტრაქტი “პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსთან” გააფორმა, თუმცა, იქ თამაში არ მოუწია.
ესპანეთის ნაკრებთან ერთად 41 წლის ლეგენდამ 2006 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. 2009, 2011 და 2015 წლებში კი ევროპასკეტი მოიგო. გარდა ამისა, ის ნაკრებს 2008 წლის ბეიჯინგის და 2012 წლის ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედლების დასაკუთრებაში დაეხმარა, 2016 წელს რიო დე ჟანეიროში კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ახლახან ლეგენდარულმა კალათბურთელმა არჩევნები მოიგო, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში სპორტსმენების მომდევნო 7 წლით წარდგენას გულისხმობს. ასევე, ის IOC-ის წევრების სიას შეუერთდა.
გასოლს “ბარსელონას” გარდა, “მემფის გრიზლისში”, “ლოს ანჯელეს ლეიკერსში”, “ჩიკაგო ბულზში”, “სან ანტონიო სპურსსა” და “მილუოკი ბაქსში” უთამაშია. როგორც ცნობილია, “ლეიკერსი” პაუს 16-ნომრიანი მაისურის გაუქმებას აპირებს.
მე მეგონა ეს საერთოდ არ დაამთავრებდა კარიერას, იმდენი ხანია მახსოვს.
ლეგენდა💖