დრო, როდესაც ბარსელონა იურგენ კლოპს მიუახლოვდა

დრო, როდესაც ბარსელონა იურგენ კლოპს მიუახლოვდა

ერთი შეხედვითაც აშკარაა, რომ ახლა “ბარსელონაში” მძიმე სიტუაციაა. კატალონიური გუნდის მწვრთნელი ჯერ კიდევ რონალდ კუმანია, მაგრამ, ხელმძღვანელობის ნდობის მიუხედავად, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ მისი სამწვრთნელო კარიერა “ბლაუგრანაში” დასასრულს უახლოვდება.

“ბარსას” არაერთი სპეციალისტის სახელს უკავშირებენ – რობერტო მარტინესი, მარსელო გალიარდო, ანდრეა პირლო, ჩავი ერნანდესი, ერიკ ტენ ჰაგი. თუმცა, მწვრთნელის შეცვლა ამ ეტაპზე იოლი არაა. კონტაქტები, უამრავი ზარი, შეტყობინებები… ეს ყველაფერი მხოლოდ პირველი წინგადადგმული ნაბიჯებია.

Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იქამდე, სანამ “ბარსელონაში” ყველაფერი აირეოდა და თავდაყირა დადგებოდა, კატალონიური კლუბი კიდევ ერთ ელიტურ მწვრთნელს დაუკავშირდა. ამ ზარს შემდეგ საერთოდ არაფერი მოჰყოლია, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ამას “ბარსასთვის” ბევრი რამის შეცვლა შეეძლო. ეს მწვრთნელი “ლივერპულის” ახლანდელი დამრიგებელი იურგენ კლოპი იყო.

წყაროს ცნობით, გასული წლის ბოლოს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, “ბარსელონას” ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი ჟორდი ფარე კლოპის გარემოცვას დაუკავშირდა იმის გასარკვევად, დაინტერესებული იქნებოდა თუ არა გერმანელი სპეციალისტი კატალონიური გუნდის გაწვრთნით. თავდაპირველი პასუხი უარყოფითი იყო, თუმცა ფარეს სჯეროდა, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში იურგენთან მოლაპარაკებები გაგრძელდებოდა.

იგივე წყარო იტყობინება, რომ ფარეს ფავორიტი სწორედ კლოპი იყო. იგი დარწმუნებული იყო, რომ მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში “ბარსას” კუმანის შეცვლაზე დიდი ყურადღება უნდა გაემახვილებინა.

საბოლოოდ, ფარემ არჩევნებში მხოლოდ 2 082 ხმა მიიღო, დასრულდა მისი პრეზიდენტობაზე ოცნება და ამასთან ერთად, რაც არ უნდა მცირე ყოფილიყო, კლოპის მოყვანის შანსებიც გაქრა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (5)

  • Fc Barca Batumi
    05 ოქტ 2021, 20:11

    Norman Bates,

    ციტატა: Norman Bates
    ეს ზღაპარი ათას ერთი ღამის კრებულიდანაა თუ ძმები გრიმებიდან?


    ბიძოდან joy

  • .Gladiator.
    05 ოქტ 2021, 17:36

    დაგვცინის ამ სტატიის ავტორი?

  • Davita
    05 ოქტ 2021, 17:27

    ნეტა ფონტს გაემარჯვა, გამკეთებელი იყო ყველაფრის, სუგაყიდულმა ლაპორტამ ბოლო მოუღო კლუბს, ასეთი ჩმორი მენტალიტეტის ბარსა მე არ მახსოვს

  • nika 54
    05 ოქტ 2021, 17:21

    დრო, როდესაც ბარსელონა იურგენ კლოპს მიუახლოვდა.
    და სად ჩანს რო მიუახლოვდა, შეეკითხა და ნა-უი გაუშვიათ, სადა ის დრო როდესაც თურმე კლოპი ბარსელონას მიახლოებია? აი ასეთი უაზრობები რა დასაწერია. მესმის ეპასუხა მოვიფიქრებო, პროსტო არაო. ესენი იძახიან მოუახლოვდაო, გაგიჟდება კაცი.

  • Norman Bates
    05 ოქტ 2021, 15:16

    ეს ზღაპარი ათას ერთი ღამის კრებულიდანაა თუ ძმები გრიმებიდან?