workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლაპორტა ტენ ჰაგს შეუთანხმდა

ლაპორტა ტენ ჰაგს შეუთანხმდა

“ბარსელონას” მთავარ მწვრთნელს, ჟოან ლაპორტას “აიაქსის” დამრიგებელთან, ერიკ ტენ ჰაგთან პრინციპული შეთანხმება აქვს და 51 წლის ნიდერლანდელი “ბლაუგრანას” მწვრთნელი 2022 წლის ზაფხულში გახდება. ამ ინფორმაციას El Nacional ავრცელებს.

ცნობილია, რომ ლაპორტამ რონალდ კუმანის შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამის მთავარ მიზეზად ის სახელდება, რომ პრეზიდენტმა ნიდერლანდელის სათანადო შემცვლელი ამ ეტაპზე ვერ მოძებნა. განიხილებოდა დროებითი მწვრთნელის ვარიანტი, სანამ ლაპორტას ფავორიტები, მარსელო გალიარდო და ერიკ ტენ ჰაგი თავიანთი ამჟამინდელი კლუბებისგან გათავისუფლდებოდნენ.

ტენ ჰაგი უარზეა “აიაქსი” შუა სეზონში მიატოვოს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ ლაპორტას ის სურს, სეზონის ბოლომდე უნდა მოიცადოს. El Nacional-ის ინფორმაციით პრეზიდენტი სწორედ ამას აპირებს, ნიდერლანდელთან კი შეთანხმება უკვე მიღწეული აქვს.

“ბარსელონას” ნიდერლანდებიდან ერიკ ტენ ჰაგზე კარგი ანგარიშები მისდის. გარდა იმისა, რომ მან “აიაქსს” 2018 წლიდან დღემდე 5 ტიტული მოაგებინა და ერთხელ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალშიც გაიყვანა, ტენ ჰაგის მიერ გაწვრთნილი გუნდი შემტევ და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს, რაც ლაპორტასთვის მნიშვნელოვანია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (13)

  • nika 54
    schedule 05 ოქტ 2021, 18:05
    #13

    და სეზონის ბოლომდე ანუ ტენ ჰააგის მოსვლამდე, რო კუმანმა ბარსა სეგუნდაში გააგდოს მაშინ რა ხდება მაინც მოვა ის უბედური?

  • ნოდო ბარდაველიძე
    schedule 05 ოქტ 2021, 16:08
    #12

    რა ვქნათ ცოტას დაცდა მოგვიწევს. ტენ ჰაგმა აიაქსი გაიყვანა ნახევარ ფინალში და ბარსა უფრო ძლიერია და უფრო კარგადაც ათამაშებს

  • ბექა ქურდაძე
    schedule 05 ოქტ 2021, 12:20
    #11

    მიდი ლაპორტ მომავალი წლიდან ძველი დიდება უნდა დაიბრუნოს ჩვენმა საყვარელმა კლუბმა barca-4

  • azulgerana
    schedule 05 ოქტ 2021, 05:45
    #10

    ეს უკვე თემაა

  • Albicelecte
    schedule 05 ოქტ 2021, 02:52
    #8

    ნუ წესით უნდა უნდოდეს ახალი გამოწვევები, აიაქსთან ერთად ყველაფერი მოიგო, რაც კი შეიძლებოდა…
    ჩემპიონთა ლიგასთანაც საკმაოდ ახლოს იყო

  • M10 S9 D11
    schedule 05 ოქტ 2021, 01:56
    #7

    ძაან მაგარია მარა ზაფხულამდე ეს გასიებული უნდა ავიტანოთ

  • La Pulga10
    schedule 04 ოქტ 2021, 22:39
    #6

    კუმანის ფერი ბაზარია

  • me da barca
    schedule 04 ოქტ 2021, 22:18
    #5

    მორიგი ზღაპარი.

  • mesi_10
    schedule 04 ოქტ 2021, 22:14
    #4

    ციტატა: MeMpiS..
    ახლა მალე დაიდება სტატია: ლაპორტას არანაირი კონტაქტი არ ჰქონია ტენ ჰააგთან, დავიტანჯე ნეტა ვინ ავრცელებს პრესაში ასეთ ტყუილებს..


    რათქმაუნდა ასავალ დასავალი smile

  • EL MAESTRO 6
    schedule 04 ოქტ 2021, 21:44
    #3

    ახლა მალე დაიდება სტატია: ლაპორტას არანაირი კონტაქტი არ ჰქონია ტენ ჰააგთან, დავიტანჯე ნეტა ვინ ავრცელებს პრესაში ასეთ ტყუილებს..

  • Davita
    schedule 04 ოქტ 2021, 21:35
    #2

    ისემც ამის აფერისტი პირი მოვგან

  • Norman Bates
    schedule 04 ოქტ 2021, 21:26
    #1

    ტყუილებს ნუ ავრცელებთ. ესეთი ჭორები მეორე წუთში ბათილდება ხოლმე. მით უმეტეს ტენ ჰაგმა გარკვევით თქვა რომ არ აპირებს აიაქსის დატოვებას. ალბათ მიპასუხებ, მე კი არა El nacional – ი ავრცელებსო, მაგრამ როცა ასეთ აშკარა ტყუილს წერენ ჯობია საერთოდ არ გადმოიტანოთ