ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდუ: “ბარსელონასთან” მატჩში იდეალურ ფორმაში ვიქნებით”

რონალდუ: “ბარსელონასთან” მატჩში იდეალურ ფორმაში ვიქნებით”

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი, კრიშტიანუ რონალდუ მიიჩნევს, რომ მისი გუნდი ესპანეთის სუპერთასის გათამაშებას კარგ ფორმაში შეხვდება, იტყობინება ესპანური გამოცემა “მარკა”.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ “თეთრები” თავდაუზოგავად ემზადებიან მომდევნო სეზონისთვის.

“რა თქმა უნდა, გამარჯვებები ყოველთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ამჟამად ჩვენ ვარჯიშებზე ვახდენთ კონცენტრაციას. ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ “ბარსასთან” პირველ შეხვედრაში ჩვენი გუნდი იდეალურ ფორმაში იქნება. რაც შეეხება “რეალის” შედარებას გასული სეზონის გუნთან, ამაზე საუბარი ნაადრევია. სეზონი გრძელია და წინ უამრავი მატჩი გველის. ამიტომ ამ შეკითხვაზე პასუხს დრო გაგვცემს.” – განაცხადა კრიშტიანუ რონალდუმ ჟურნალისტებთან შეხვედრისას. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში