workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რატომ ჩაიშალა ანსუ ფატის ნიცაში ტრანსფერი

რატომ ჩაიშალა ანსუ ფატის ნიცაში ტრანსფერი

ახლა ანსუ ფატი “ბარსელონას” ათი ნომერი და მთავარი იმედია, თუმცა რამდენიმე წლის წინ “ბარსა” მის დაკარგვასთან ძალიან ახლოს იყო.

Sport-ის ინფორმაციით, 2018 წელს ახალგაზრდა ფეხბურთელის შეძენა “ნიცას” სურდა – ფრანგული კლუბი ფატის წარმომადგენლებს ნოემბერში დაუკავშირდა. მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებული იყო და 2019 წლის იანვარში ფრანგები ტრანსფერის დასახურად ბარსელონაში ჩავიდნენ. ამ დროს “ბლაუგრანა” “ნიცადან” ჟან-კლერ ტოდიბოს შეძენაზე მუშაობდა.

ფრანგულმა გუნდმა ფატის 9-ნომრიანი მაისურიც გაუმზადა, რომელთან ერთადაც ამ უკანასკნელის მამამ, ბორი ფატიმ ფოტოც გადაიღო, თუმცა საბოლოოდ ტრანსფერი ჩაიშალა, რადგან 17 წლის ფეხბურთელს ოფიციალური სამოგზაურო პასპორტი არ ჰქონდა, რის მისაღებადაც კვლავ ესპანეთში უნდა ეთამაშა. აღნიშნული პასპორტი აფრიკის, კარიბის ზღვის აუზისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების 2000 წლის შეთანხმებით მიღებული ოფიციალური დოკუმენტია. შეთანხმების მიზანი ამ ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების კოორდინაციაა. ფატი მაშინ გვინეა-ბისაუს მოქალაქე გახლდათ და ესპანეთის მოქალაქეობა მოგვიანებით მიიღო.

მაშინ ანსუმანეს შეძენა “ჩელსის”, “ვესტ ჰემსა” და “იუვენტუსსაც” სურდათ, თუმცა ფეხბურთელის პასპორტი ამ გუნდებში გადასვლასაც გამორიცხავდა. ანსუს მამა კი ესპანეთიდან “ვალენსიას” ფინანსურმა შემოთავაზებამ მოხიბლა, თუმცა ფეხბურთელის აგენტმა ფატი “ბარსასთან” პროფესიონალური კონტრაქტის გაფორმებაში დაარწმუნა, რაც მოხდა კიდეც. 18 წლის ტალანტს “ბლაუგრანასთან” ხელშეკრულება 2024 წლამდე აკავშირებს, კლუბს კი მისი დიდ ხანს შენარჩუნება სურს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • azulgerana
    schedule 02 ოქტ 2021, 18:05
    #3

    ხო რატომ. ვინ იყო და რატომ იყო

  • nika 54
    schedule 02 ოქტ 2021, 16:24
    #2

    მაგარი უბრძოლია ბარსაში მოსასვლელად.

  • ika9101
    schedule 02 ოქტ 2021, 10:56
    #1

    იმედია არ გაბოიანკრკიჩდება ფატი.