წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 30 სექტემბერს მოხდა.
თამაშები
30 სექტემბერს “ბარსელონამ” 16 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 5 მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 7 წააგეს.
1961 წელი
“სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართულ “ელ კლასიკოში” “ბარსელონამ” “რეალ მადრიდთან” 0-2 წააგო.
1962 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მწვრთნელი (2003-2008) ფრანკ რაიკარდი.
1962 წელი
“სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართულ “ელ კლასიკოში” “ბარსელონამ” “რეალ მადრიდთან” 0-2 წააგო.
1984 წელი
49 წლის ასაკში გარდაიცვალა “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი ეულოხიო მარტინესი.
1995 წელი
“სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართული “ელ კლასიკო” 1-1 დასრულდა. გოლები რაულმა და როჟერმა გაიტანეს.
2014 წელი
“პარი სენ-ჟერმენთან” ანგარიშით 2-3 წაგებულ შეხვედრაში “ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგაზე თავისი მე-500 გოლი გაიტანა და მისი ავტორი ლიონელ მესი გახდა.
ეს “ბარსელონასთვის” ამ ტურნირზე 50-ე წაგება იყო, ხოლო ანდრეს ინიესტასთვის – მე-100 თამაში.
ისე ეგეც უმუშევარი ყოფილა და რა მოხდება, კუმანზე უარესი ხო არ იქნება.
ფრენკის დაბდღე ყოფილა, ეს მაინც დააბრუნოს ლაპორტამ
იმდენი წაგება და იმდენი მრგვალი რიცხვი ემთხვევა რო ერთადერთი კუმანის გაგდება აკლია და ვაფშე მაგარი დღე გამოვა🙄