კატალონიის “ბარსელონა” განაგრძობს ტურნეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. გარდა ამხანაგური მატჩებისა, რომელსაც გუნდი მართავს, ფეხბურთელები, მწვრთნელები თუ კლუბის ხელმძღვანელობა სხვადასხვა საქველმოქმედო თუ გასართობ აქციაში იღებენ მონაწილეობას. მაიამის მწველი მზისა და სიცხის გამო, რამდენიმე ფეხბურთელი დილის ვარჯიშის დასრულების შემდეგ, მაიამის აკვარეუმს ეწვია. ვიქტორ ვალდესს, დავიდ ვილიას, სერხიო ბუსკეტს, ჩავი ერნანდესს და პედრო როდრიგესს საშუალება მიეცათ დელფინებთან ერთად ეცურათ.
ერთ–ერთმა დელფინმა ვიქტორ ვალდესის კარში გოლიც კი გაიტანა. ფეხბურთელებმა დღე სასიამოვნოდ გაატარეს.
მოგვიანებით, დღის მეორე ნახევარში გუნდი კვლავ გამართავს ვარჯიშს.
[media=http://www.youtube.com/watch?v=Xufz5-B7NQ4]



