წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 28 სექტემბერს მოხდა.
თამაშები
28 სექტემბერს “ბარსელონამ” 19 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 11 მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 5 წააგეს.
1941 წელი
სეზონის პირველ შეხვედრაში “ბარსელონამ” “ერკულესთან” 4-4 ითამაშა. კატალონიელთაგან გოლები მარტინმა (2) და ბრავომ (2) გაიტანეს.
1952 წელი
ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონამ” “მალაგა” 6-2 გაანადგურა. მასპინძელთაგან გოლები სესარმა (2), მანჩონმა, მორენომ, ბოშმა და ვილამ გაიტანეს.
1975 წელი
“სევილიასთან” 2-0 მოგებული შეხვედრა “ბარსელონასთვის” ლა ლიგაში 1200-ე გამოდგა, რომელშიც კატალონიელებმა ამ ტურნირზე თავიანთი 2600-ე გოლი გაიტანეს.
2002 წელი
“ბეტისთან” 0-3 წაგება ჩავი ერნანდესისთვის ლა ლიგაში ჩატარებული მე-100 თამაში იყო.
2005 წელი
69 წლის ასაკში გარდაიცვალა “ბარსელონას” ყოფილი მცველი ენრიკ ჟენსანა.
2011 წელი
ჩემპიონთა ლიგაზე ბატე-ს კარში თავისი 194-ე გოლის გატანით ლიონელ მესი “ბარსელონას” ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირების სიაში მე-2 ადგილზე მყოფ ლადისლაო კუბალას გაუთანაბრდა.
2013 წელი
“ალმერიასთან” 2-0 მოგება ჩავი ერნანდესისთვის ლა ლიგაში ჩატარებული 450-ე თამაში იყო.
2019 წელი
“ხეტაფესთან” მატჩში მარკ-ანდრე ტერ შტეგენი “ბარსელონას” პირველი მეკარე გახდა 21-ე საუკუნეში, რომელმაც ლა ლიგაში საგოლე გადაცემა გააკეთა.
"ხეტაფესთან" მატჩში მარკ-ანდრე ტერ შტეგენი "ბარსელონას" პირველი მეკარე გახდა 21-ე საუკუნეში, რომელმაც ლა ლიგაში საგოლე გადაცემა გააკეთა.
ისე ვინც შტეგენს კარგად აკვირდება, შეამჩნევდა, რო ეგ თავის მეტოქესაც აძლევს ხანდახან საგოლეს საკუთარი კარისთვის.
ტერ შტეგენი გავყიდით და ვინმე ნორმალური ფეხბურთელი მოვიყვანოთ მაგალითად ვინისიუსი ეს ფატიც და დეპაიც მივაყოლოთ