workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვისთან მივიდა ანსუ ფატი გოლის აღნიშვნის შემდეგ [ფოტო]

ვისთან მივიდა ანსუ ფატი გოლის აღნიშვნის შემდეგ [ფოტო]

ანსუ ფატი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა და გოლი, 10-ნომრიანი მაისურით ჩატარებულ სადებიუტო მატჩშივე გაიტანა.

გოლის აღნიშვნის შემდეგ, 18 წლის ფეხბურთელმა დასაფასებელი ჟესტი შემოგვთავაზა – ის ტრიბუნებზე მყოფ ექიმთან მივიდა და მადლობა გადაუხადა: ეს ექიმი ლუის ტილია, რომელიც ფატის რეაბილიტაციის პროცესში ეხმარებოდა.

“ლევანტესთან” გამართულ შეხვედრაში, წარმოშობით გვინეა-ბისაუელი მოედანზე 81-ე წუთზე გამოჩნდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 27 სექ 2021, 13:50
    #3

    ციტატა: me da barca
    ყოჩაღ წარმოშობით გვინეა-ბისაუელს.


    ისე ეგ ტექსტი ციცის ეკუთვნის და პატ. გიორგი ჩანგელია რატომ ხმარობს. იმენა ციცის ფიშკაა.

  • me da barca
    schedule 26 სექ 2021, 22:44
    #2

    ყოჩაღ წარმოშობით გვინეა-ბისაუელს.

  • Joakim Brodén
    schedule 26 სექ 2021, 22:42
    #1

    აქვე დამატებითი ფაქტები წარმოშობით გვინეა-ბისაუელი ფეხბურთელის სამშობლოს შესახებ:
    გვინეა-ბისაუს ხალხთა ძველი და შუა საუკუნეების ისტორია ნაკლებადაა შესწავლილი. XV საუკუნეში აფრიკის დასავლეთ სანაპიროზე პორტუგალიელები გამოჩნდნენ, რომლებმაც თანამედროვე გვინეა-ბისაუს ტერიტორია მონებით ვაჭრობის პუნქტად აქციეს. XIX საუკუნის ბოლოს გვინეა-ბისაუ საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს მეტოქეობის ობიექტი გახდა. მათ შორის წინააღმდეგობამ ხელი შეუწყო პორტუგალიას შეენარჩუნებინა თავისი კონტროლი გვინეა-ბისაუს ტერიტორიაზე (საბოლოოდ გვინეა-ბისაუს საზღვრები დადგინდა 1866 წლის 12 მაისის საფრანგეთ-პორტუგალიის ხელშეკრულებით). 1879 წელს გვინეა-ბისაუ ცალკე კოლონია გახდა (მანამდე მას მართავდა მწვანე კონცხის კუნძულებზე პორტუგალიის კოლონიის გუბერნატორი).

    1973 წლის 24 სექტემბერს მედინა-დუ-ბუეს რაიონში ეროვნულმა კრებამ გვინეა-ბისაუს რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადა; მიიღეს ქვეყნის პირველი კონსტიტუცია; შეიქმნა ხელისუფლების ორგანოები. 1974 წლის დასაწყისისათვის გვინეა-ბისაუს რესპუბლიკა ცნო 82 სახელმწიფომ. ამავე წელს ქვეყანა გაეროში მიიღეს.

    წეღან დავგუგლე