წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 26 სექტემბერს მოხდა.
თამაშები
26 სექტემბერს “ბარსელონამ” 20 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 10 მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 6 წააგეს.
1957 წელი
“კამპ ნოუს” გახსნისადმი მიძღვნილი სამდღიანი ღონისძიებები “დორტმუნდთან” გამართულ ამხანაგურ მატჩში 4-1 გამარჯვებით დასრულდა. მასპინძელთა მხრიდან ხუან ვილიავერდემ დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი ერმეს გონსალესმა და ჟოზეპ მარია კოლმა გაიტანეს.
1972 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი ალფონსო პერესი. 2000-2002 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 40 თამაში ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.
1983 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი პორტუგალიელი თავდამსხმელი რიკარდო კუარეშმა. 2003/04 წლების სეზონში მან “ბლაუგრანას” მაისურით 30 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.
1987 წელი
“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დებიუტი ჰქონდა ლუის არაგონესს, რომლის გუნდიც “ბილბაოსთან” 0-1 დამარცხდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-2000 ბურთი იყო, რომელიც “ბარსელონამ” ლა ლიგაში გაუშვა.
1993 წელი
“ბარსელონამ” ლა ლიგაში მე-1000 თამაში მოიგო. კატალონიელებმა “სარაგოსა” 4-1 დაამარცხეს.
2009 წელი
პეპ გვარდიოლამ “ბარსელონას” მწვრთნელის როლში 50-ე თამაში მოიგო. კატალონიელებმა “მალაგა” 2-0 დაამარცხეს, გოლები იბრაჰიმოვიჩმა და პიკემ გაიტანეს.
2012 წელი
“ბარსელონამ” ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიაში პირველი მატჩი ჩაატარა. კატალონიელები “არსენალს” დაუპირისპირდნებ და 0:3 დამარცხდნენ. იმ შეხვედრაში ითამაშა ალექსია პუტელიასმაც. იმ დროისთვის ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ რამდენიმე წლის შემდეგ გუნდი ევროპული ფეხბურთის დომინანტად ჩამოყალიბდებოდა.
2023 წელი
“ბარსელონა” სტუმრად “მალიორკას” 2-2 დაუზავდა. მატჩის 75-ე წუთზე ფერმინ ლოპესმა ანგარიში გაათანაბრა. 20 წლის ნახევარმცველისთვის ეს იყო პირველი ოფიციალური გოლი “ბარსელონას” პირველ გუნდში. იგი მოედანზე ორიოლ რომეუს ნაცვლად შევიდა და გოლის გასატანად მხოლოდ 11 წუთი დასჭირდა.
პეპ გვარდიოლამ "ბარსელონას" მწვრთნელის როლში 50-ე თამაში მოიგო.
როლი კარგი იყო. ანუ მსახიობობდა? რატომ როლში და არა თანამდებობაზე? ეს ლამაზი სიტყვების ძებნა აუცილებელია?