ჟეფრენის მომავალი შესაძლოა უახლოეს საათებში გადაწყდეს. “ბარსელონამ” დაიწყო იმ რეისის ძებნა, რომლითაც ახალგაზრა “ბლაუგრანელი” კატალონიაში დაბრუნდება, რათა გააფორმოს პორტუგალიურ “სპორტინგში” გადასასვლელად ხელშეკრულება.
როგორც ესპანური გამოცემა “სპორტისთვის” გახდა ცნობილი, ჟეფრენის გადასვლა პორტუგალიის “სპორტინგში” გარდაუვალია, ამიტომ ფეხბურთელი ტოვებს ტურნეს ამერიკის შეერთებულ შტატებში და უახლოეს საათებში ევროპაში დაბრუნდება.
ამგვარად, გარიგება, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში სულ უფრო და უფრო იკვეთებოდა, ოფიციალურ ხასიათს მიიღებს. შეგახსენებთ, რომ ჟეფრენის სატრანსფერო თანხამ 5 მილიონი ევრო შეადგინა.
ჟეფრენ სუარესი “ბარსელონას” საფეხბურთო აკადემიას 2004 წელს ეწვია. 2006-2009 წლებში ის “ბარსა ბ”–ს შემადგენლობაში გამოდიოდა. 2008 წლიდან კი “ბარსელონას” პირველი გუნდის წევრი გახდა. პირველ გუნდის შემადგენლობაში გამოსვლისას ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ჟეფრენისთვის 2010 წლის 29 ნოემბერია. ამ დღეს ახალგაზრდა ფეხბურთელს “კლასიკოში” მონაწილეობის მიღების საშუალება მიეცა. ის შეცვლაზე შემოვიდა და კასილიასის კარის აღებაც მოახერხა.


