კობი ბრაიანტმა, პეპ გვარდიოლასა და ანდონი სუბისარეტასთან ერათად, მონაწილეობა მიიღო საქველმოქმედო მატჩში, რომელიც ორგანიზებული იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში “ბარსელონას” ელჩის, მია ჰამის მიერ. თამაში ვაშინგტონში, “კასტელ სტადიუმზე” გაიმართა.
ამერიკული ტურნეს ფარგლებში “ბარსელონამ” არაერთ საქველმოქმედო აქციაში მიიღო მონაწილეობა. კვირას გამართულ შეხვედრაში ორივე გუნდი “ბარსას” ფორმაში იყო გამოწყობილი. კობი ბრაიანტს ეცვა “ბლაუგრანას” “24” ნომრიანი ფორმა და ეკეთა მზის სათვალეები. ის ცდილობდა ფეხბურთის თამაშს, თუმცა მისი ფიზიკური მონაცემები ამის საშუალებას არ იძლეოდა. მან გოლიც გაიტანა, თუმცა საკუთარ კარში…
პეპ გვარდიოლა, რომელმაც საკუთარი ბუცები 2006 წელს ჩამოკიდა, “ბარსას” “4” ნომრიან მაისურში მოგვევლინა. მან საგოლე გადაცემა გაუკეთა მია ჰამს და ერთხელ თავადაც მოახერხა მეტოქის კარის აღება. მანუელ ესტიარტე პეპ გვარდიოლას გუნდში გამოდიოდა, მაშინ როდესაც ანდონი სუბისარეტა მოწინააღმდეგე გუნდის კარს იცავდა. მატჩი დასრულდა ანგარიშით 13-12 და გამარჯვება მოიპოვა მია ჰამის გუნდმა.
[media=http://www.youtube.com/watch?v=vqGkqpB9vzM]
[media=http://www.youtube.com/watch?v=rVxrcqjGFZs]














