workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვინ შეიძლება ჩაიბაროს ბარსა – ფაბრიციო რომანო მწვრთნელობის კანდიდატებზე საუბრობს

ვინ შეიძლება ჩაიბაროს ბარსა – ფაბრიციო რომანო მწვრთნელობის კანდიდატებზე საუბრობს

სანდო ჟურნალისტებმა, ფაბრიციო რომანომა და ტონი ჟუანმარტიმ, Twitch-ზე “ბარსელონას” მწვრთნელობის კანდიდატების შესახებ ისაუბრეს და მათი კატალონიურ კლუბში დანიშვნის შანსები შეაფასეს.

  • რობერტო მარტინესი ჟოან ლაპორტას ფავორიტია, თუმცა მოლაპარაკებები ჯერ წინ არ წაწეულა.
  • არსენ ვენგერი “ბარსელონას” არ ჩაიბარებს.
  • ერიკ ტენ ჰაგი ახლა “ბარსას” მწვრთნელი არ გახდება.
  • ანდრეა პირლოს კატალონიური კლუბიდან არავინ დაკავშირებია.
  • ანტონიო კონტე შუა სეზონში არცერთ გუნდს არ ჩაიბარებს, შესაბამისად, არც “ბარსელონას”.

ტონი ჟუანმარტიმ დასძინა, რომ რონალდ კუმანი სეზონს “ბარსაში” არ დაასრულებს. მას ლაპორტასთან ცუდი ურთიერთობა აქვს. მიუხედავად ამისა, თუ გუნდი მატჩებს მოიგებს და თამაშის ხარისხს გამოასწორებს, შესაძლოა, სიტუაცია შეიცვალოს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 24 სექ 2021, 15:08
    #6

    მეგონა მწვრთნელებზე და ფეხბურთელებზე ლაპარაკი სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ დამთავრდებოდა, მაგრამ მე მგონი ეხლა თავიდან იწყება. თანაც უფრო ფანტასტიკის სფეროდან.

  • La Pulga10
    schedule 23 სექ 2021, 21:40
    #5

    რატომ გადაეკიდა ეს დედამიცენზურებული ჩავის,რა დაუშავა.

  • Giorga
    schedule 23 სექ 2021, 18:25
    #4

    ბოდვაა ჭორები და მეტი აფერი დიდი ალბათობით უკვე შერჩეულია ტრეინერი

  • EL MAESTRO 6
    schedule 23 სექ 2021, 18:24
    #3

    ჩავი რატო არ განიხილება ვერ გავიგე? აბა ხელმძღვანელობას ჩავი უნდაო? მოკლედ რას გაიგებ რა არის მართალი

  • iniesta
    schedule 23 სექ 2021, 17:52
    #2

    კუმანი რჩება ესეუგი და ჩავი არც განიხილება :))) და ეს მარტინესი კიდე რად გვინდა ლუის ენრიკე მაინც დააბრუნონ

  • Albicelecte
    schedule 23 სექ 2021, 17:49
    #1

    და ვენგერი ვითომ რატომ არა?! ახალგაზრდული სასტავი არის და პიკე წელს მიდის, ავტორიტეტული არავინ რჩება გუნდშI ბებერი კაპიტანის გარდა და ალბას ავტორიტეტი კიდევ მგონი მინუსებშია