“ბარსელონას” ძირითადი მარცხენა მცველი, ჟორდი ალბა ამჟამად ტრავმირებულია.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, 32 წლის უკანახაზელმა გასულ სეზონში, 54 შეხვედრიდან, 46 სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო – იმ 8 მატჩიდან, რომელშიც ალბას მონაწილეობა არ მიუღია, რონალდ კუმანმა 2 მათგანში მარცხენა ფლანგზე სერჟინიო დესტი გამოიყენა, 6-ში კი – ჟორდის პირდაპირი დუბლიორი – ჟუნიორ ფირპო (რომელიც კატალონიურ კლუბში აღარ ირიცხება).
მოსალოდნელია, რომ მომდევნო შეხვედრებში ალბას ახალგაზრდა ალეხანდრო ბალდე შეცვლის. 17 წლის ფეხბურთელს “ბარსას” რიგებში დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე, “ბაიერნის” წინააღმდეგ ჰქონდა.
მაგარი სატრაბახო გვაქვს, აი ატლეტიკის უილიამსს, როგორც მახსოვს უკვე 200 თამაში დაუგროვდა, გამოტოვების გარეშე. დემბელეს კი გავს როჟით მაგრამ რა გინდა ქნა. ახლოსაც ვერ მივა.
შარშან ალბამ ბევრი ითამაშა
ბალდე უნდა ათამაშონ ხშირად დროა უკვე ჩავანაცლოთ ალბა