დღეს ქალების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა და ტურნირის მოქმედი გამარჯვებულის, “ბარსელონას” მეტოქეებიც გამოვლინდა.
“ბარსელონა” ოთხჯგუფიანი ტურნირის C ჯგუფში მოხვდა. ეს ჯგუფი ერთადერთია, რომელშიც ჩემპიონთა ლიგის 2 გამარჯვებული ითამაშებს – “ბარსელონა” და “არსენალი”. ლონდონური გუნდი, რომელმაც ლიგა 2007 წელს მოიგო, წლევანდელ გათამაშებაში პრემიერ ლიგის მე-3 ადგილით მოხვდა.
ესპანური და ინგლისური გუნდების გარდა C ჯგუფში დებიუტანტები, გერმანიის ბუნდესლიგის მესამეადგილოსანი “ჰოფენჰაიმი” და დანიის ახალი ჩემპიონი “კიოგე” მოხვდნენ.
ჯგუფური ეტაპი 5 ოქტომბერს დაიწყება და 16 დეკემბერს დასრულდება. “ბარსელონა” ტურნირის მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია – კატალონიელებმა წინა გათამაშება მარტივად მოიგეს და ზაფხულში სერიოზულადაც გაძლიერდნენ. თუმცა გაძლიერდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო გუნდი “ლიონიც”.
ქალების ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპი:
- A ჯგუფი: ჩელსი, ვოლფსბურგი, იუვენტუსი, სერვეტი
- B ჯგუფი: პსჟ, ბრეიდაბლიკი, რეალი, ხარკოვი
- C ჯგუფი: ბარსელონა, არსენალი, ჰოფენჰაიმი, კიოგე
- D ჯგუფი: ბაიერნი, ლიონი, ჰეკენი, ბენფიკა
ადვილი ჯგუფი გვაქვს
იმედია ჰოფენჰაიმს გაანადგურებენ და ბაიერნთან წაგებაზე ცოტათი მაინც მოგვფხანენ გულს.