ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბილ გეითსი: “გვარდიოლა გენიოსია”

ბილ გეითსი: “გვარდიოლა გენიოსია”

  ამერიკული ტურნეს ფარგლებში “ბარსელონა” სხვადასხვა სახის შეხვედრებს მართავს. ხუთშაბათს კლუბის პრეზიდენტი საქმიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვდა “მაიკროსოფტის” პრეზიდენტს, ბილ გეითსს, რომელიც ასევე სათავეში უდგას ბილ და მალენა გეითსების ფონდს. პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს პოლიომელიტის (ბავშვთა პარალიჩი) წინააღმდეგ ბროლის ხელშეკრულებას.

შეთანხმება სამ წლიანია და ითვალისწინებს დაავადების წინააღმდეგ ბრძოლას. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დაავადება თითქმის 99%–თ იქნა აღმოფხვრილი, მსოფლიოს მასშტაბით კვლავ რჩებიან ისეთი ქვეყნები, რომლებიც ამ კუთხით დახმარებას საჭიროებენ. ასეთი ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნებიან ნიგერია,ინდოეთი, პაკისტანი და ავღანეთი.

შეხვედრაზე, რომელსაც სანდრო როსელის გარდა ესწრებოდნენ პეპ გვარდიოლა, ანდრეს ინიესტა და სეიდუ კეიტა, “მაიკროსოფტის” მფლობელმა კომენტარი გააკეთა. მან პეპ გვარდიოლას გენიოსი უწოდა.

კლუბმა ბილ გეითს “ბარსელონას” 99 ნომრიანი მაისური გადასცა, რომელსაც უკანა მხარეს სანომრე ნიშნის თავზე აწერია “END POLIO” (დავასრულოთ პოლიო).

 

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=IflTDBhtbjc]

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში