workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
4 - 2
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
დუე 38'sports_soccer ერნანდესი 72'sports_soccer ვიტინია 81'sports_soccer რუისი 86'sports_soccer
ესპარტი 55'sports_soccer იამალი 79'sports_soccer
ნუნიესს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ნუნიესს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

  ს/კ “ბარსელონას” ყოფილ პრეზიდენტს, ხოსეპ ლუის ნუნიესს, მექრთამეობისა და დოკუმენტაციის გაყალბების გამო, ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ნუნიესმა დანაშაული სამშენებლო კომპანიის პრეზიდენტობის დროს ჩაიდინა. ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს ნუნიესის შვილსაც, ხოლო უფრო ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს  კატალონიის მმართველობის ყოფილ “ჩინოვნიკს”, ხოსეპ მარია უგეტს – 13 წელი. გასული საუკუნის 90-ანი წლების ბოლოს, კატალონიელი “ჩინოვნიკები” უძრავი ქონების დარგში, ქრთამის მიღების სანაცვლოდ თვალს ხუჭავდნენ ბარსელონას მშენებარე ობიექტებში არსებულ სხვადასხვა სახის დარღვევებზე. საერთო ჯამში ნუნიესს ოთხი წელი მიესაჯა ქრთამის მიღებისათვის, ხოლო დამატებით ორი წელი კი საბუთების გაყალბებისთვის.

ხოსეპ ლუის ნუნიესი 1978-2000 წლებში გახლდათ “ბარსელონას” პრეზიდენტი. ამ პერიოდის განმავლობაში კლუბმა 27 ტიტული მოიპოვა, მათ შორის შვიდჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ექვსჯერ ესპანეთის სამეფო თასი და ერთხელ ჩემპიონთა თასი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward