გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “ბარსელონას” ბოლო შენაძენი ლუკ დე იონგია, რომელიც კატალონიურ გრანდში 17-ნომრიან მაისურს მოირგებს.
როგორც Mundo Deportivo იტყობინება, ნიდერლანდელი “ბარსაში” 17 ნომრის “წყევლის” დასრულებას შეეცდება – 1996 წლის შემდეგ, ამ ნომრით “ბლაუგრანაში” წარმატებით მხოლოდ პედრო როდრიგესმა ითამაშა.
დე იონგამდე 17-ნომრიანი ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით შემდეგი ფეხბურთელები ასპარეზობდნენ: ემანუელ ამუნიკე (1996/97), ალბერ სელადესი, (1997/98, მხოლოდ ევროასპარეზზე), უინსტონ ბოგარდი (1997/00), ემანუელ პეტი (2000/01), ფილიპ კრისტანვალი (2001/02), გაისკა მენდიეტა (2002/03), მარკ ვან ბომელი (2005/07), ჯოვანი დოს სანტოსი (2007/08), პედრო როდრიგესი (2010/13), ალექს სონგი (2013/14), მუნირ ელ ჰადადი (2015/16), პაკო ალკასერი (2016/18), ხეისონ მურილიო (2018/19), ანტუან გრიზმანი (2019/20) და ფრანსიშკუ ტრინკაუ (2020/21).
ამას კიდე წყევლა უნდა?! :)))
ეს 7ნომერი სადაც ურევია ყველა დაწყევლილია?😂😂
პედრო დააბრუნონ ნახევარი წლით მაინც
პედროოოოოოოოოოოოო <3 ამ დე იონგში, ბრაიტვეიტში, აგუეროში და დემბელეში გავცვლიდი ძველ პეროს 🙂
ვერ გაუძლებს 17 ნომრის წყევლას და წავა 😀😀😀
ყველა ყვერს ცმია ეს ფორმა 🤣 თუმცა სწორედ მაგიტომ მოარგეს რომ მალევე წავა და შემდეგ ყვერს გადასცემენ
100%
სპეციალურად მისცეს ეგ ნომერი იციან რო უეჭველი ვერ გაამართლებს და მერე მაგ ნომერს დააბრალებენ

10-იანი ვერაო და 17-ს გააუქმებენ?
ვაფშე რო გავაუქმოთ ეგ ნომერი არა? 😀😀