workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აფელაი: “რუსეთში გადასვლა? მადლობთ, მაგრამ “ბარსაში” ვრჩები”

აფელაი: “რუსეთში გადასვლა? მადლობთ, მაგრამ “ბარსაში” ვრჩები”

“ბარსელონას” ნახევარმცველმა, იბრაჰიმ აფელაიმ განაცხადა, რომ დაკარგა კავშირები ყოფილ “პსვ”–ელ თანაგუნდელებთან და აღნიშნა, რომ “ბარსადან” წასვლას არ გეგმავს.

 – კონტაქტები გაქვს დანკო ლაზოვიჩთან და ბალაჟ ჯუჯაკთან?

 – ადრე ჩვენ ბევრს ვსაუბრობდით, მაგრამ რუსეთში გადასვლის შემდეგ მათ ნომრები შეიცვალეს. დანკოს და ბალაჟის რუსული ნომრები არ მაქვს.

 – გაგიკვირდათ მათი რუსეთში წასვლა?

 – ეს მათი არჩევანია, მე რა შემიძლია ვთქვა… გავიგე, რომ “ანჟიმ” ძლიერი შემადგენლობა შეკრიბა. ჯუჯაკის გარდა იქ არის მუბარაკ ბუსუფა და რობერტო კარლოსი… ალბათ კლუბი რაღაცის მოგებას გეგმავს, რადგან აკეთებს ასეთ ტრანსფერებს.

 – გაიგეთ იმის შესახებ, რომ “ანჟის” პრეზიდენტმა კარლოს დაბადების დღეზე “ბუგატი” აჩუქა?

 – როგორც ჩანს რუსეთში ბევრი ფულია…

 – თავად არ გსურთ რუსეთში გადასვლა?

 – მადლობთ, მაგრამ მე “ბარსაში” ვრჩები.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward