“ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, ხუან რომან რიკელმემ, ESPN-თან ინტერვიუში ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.
იმედი მაქვს, რომ ლეო პარიზში ფეხბურთისგან სიამოვნების მიღებას გააგრძელებს. არ ვიცი, მისი “პარი სენ-ჟერმენში” ხილვა უცნაური იქნება თუ არა, მაგრამ მის ნეიმართან და მბაპესთან ერთად თამაშს მოუთმენლად ველი. თუ ახლა “პარი სენ-ჟერმენი” ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს, მაშინ, ეს არასდროს მოხდება.
დარწმუნებული ვარ, რომ მესი კარიერას “ბარსელონაში” დაასრულებს. ვფიქრობ, რომ იგი პსჟ-ში ჩემპიონთა ლიგის მოგებას შეძლებს და შემდეგ “ბარსელონაში” დაბრუნდება.
– ამბობს რიკელმე, რომელიც ამჟამად “ბოკა ხუნიორსის” ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს.
ლეოს პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს გაფორმებული. ხელშეკრულების ამოწურვის დროს, იგი 36 წლის იქნება.
კიდე უფრო მეტსაც შეძლებს
ისე ამ ბარსას სტილში თამაშს 36 წლის ლეოც შეძლებს, არ გაგიკვირდეთ და ასეა.