“ბაიერნის” ბაზაზე ვარჯიშისას ერიკ აბიდალი ფრანკ რიბერის შეხვდა. დღევანდელ მატჩში ისინი ერთმანეთის წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ, რადგან რიბერის ტრავმა აწუხებს. ის სეზონის სტარტსაც გამოტოვებს. ამას გარდა ერთმანეთი ნახეს იუპ ჰაინკესმა და ანდონი სუბისარეტამ, რომლებსაც ერთად “ატლეტიკში” აქვთ ნამუშევარი.
კარლეს პუიოლი აგრძელებს აღდგენით ვარჯიშებს, ჩავი ერნანდესი კი ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს.



