“ბარსელონას” ახალგაზრდა მარჯვენა მცველი, ემერსონი “ტოტენჰემში” გადადის – ამ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ადასტურებს.
ჟურნალისტის ცნობით, კლუბებსა და ფეხბურთელს შორის ყველაფერი შეთანხმებულია. დოკუმენტები უკანასკნელი საათების განმავლობაში მომზადდა. “დეზები” “ბარსას”, ბონუსების გათვალისწინებით, ჯამში 30 მილიონ ევროს გადაუხდიან, საიდანაც 5 მილიონს “ბეტისი” მიიღებს.
რომანოს ინფორმაციით, 22 წლის უკანახაზელი დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც ტრანსფერი გაოფიციალურდება. ლონდონელები ემერსონს კონტრაქტს 2026 წლამდე გაუფორმებენ. ფეხბურთელის ანაზღაურების ოდენობას ფაბრიციო არ ასახელებს.
“ბარსელონამ” ემერსონი მიმდინარე ზაფხულში “ბეტისიდან” 9 მილიონ ევროდ გამოისყიდა, 3 მატჩის ჩატარების შემდეგ კი მას უკვე ასხვისებს.
რაა? ვიდალიო? მაცინებ
დესტთან კი ახლოსაც ვერ მოვა. ძალიან დაბნეული იგროკია.
ძაანაც კარგიი! ამას ვიძახი მინგესა 10 თავით ბევრად ჯობია ამ ემერსონს, იგივე ლენგლე ორს
ძალიან კარგი.. ორჯერ შევხედე და ორჯერვე ის ვიფიქრე ჩვეულებრივი ახალი ალექს ვიდალია თქო
ძაან კააი,არაფერი ეტყობა ამას ბარსელონას დონის🙂უმტიტი ლენგლე პიანიჩი მაინც ვერ გავასაღეეეთ💆🏻♂️