ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა: “შევეცდებით სუპერთასს საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ”

გვარდიოლა: “შევეცდებით სუპერთასს საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ”

“ბარსელონას” მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა კმაყოფილი დარჩა მისი ფეხბურთელების თამაშით და დიდი ყურადღება არ მიაქცია იმას, რომ მატჩის გამარჯვებული პენლების სერიაში გამოვლინდა.

ბრაზილიურ “ინტერნაციონალთან” აუდის თასის მატჩის შემდეგ გვარდოლამ განაცხადა: “ჩვენ ჩვენი ფეხბურთი ვითამაშეთ მიუხედავად იმისა, რომ გვაკლია ისეთი ფეხბურთელები, როგორებიცაა მილიტო, ლეო, პიკე, პუიოლი, ჩავი და ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომლებიც მონაწილეობას ახალგაზრდული ნაკრების მატჩებში ღებულობენ“.

ასევე მწვრთნელმა ტიაგო და დოს სანტოსი შეაქო: “ეს ორი ახალგარზდა ძალიან ნიჭიერები არიან, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ეს “ბარსელონაა” და მოთმინების უნარი უნდა გამოიჩინონ, რათა მიიღონ საკუთარი შანსი“. ეს განცხადება ძალიან გავს გზავნილს ბოიანისთვის, რომელიც ამტკიცებს, რომ მწვრთნელთან ვერ მოახერხა ურთიერთგაგება.

კითხვაზე, თუ როგორ გეგმავს ის გუნდის სუპერთასისთვის მომზადებას, სადაც “ბარსელონა” მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდება გვარდიოლამ ლოგიკური განცხადება გააკეთა: “საუკეთესო ფორმაში და ტრავმირებულების გარეშე“.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში