workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Rakuten-თან კონტრაქტის ვადა იწურება | Nike-მა ბარსას დრო ოქტომბრამდე მისცა

Rakuten-თან კონტრაქტის ვადა იწურება | Nike-მა ბარსას დრო ოქტომბრამდე მისცა

Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის 30 ივნისს “ბარსელონასა” და იაპონურ კომპანია Rakuten-ს შორის მოქმედი კონტრაქტის ვადა იწურება.

წყაროს ცნობით, Nike-მა “ბარსელონას” დრო ოქტომბრამდე მისცა, რათა გაარკვიოს, თუ რომელი კომპანია იქნება მაისურზე მთავარ სპონსორად წარმოდგენილი 2022/23 წლების სეზონში.

იმავე წყაროს ინფორმაციით, “ბარსას” მთავარი სპონსორობის სურვილი რამდენიმე კრიპტოვალუტის ორგანიზაციამ გამოთქვა. კატალონიური კლუბი მიიჩნევს, რომ კრიპტოვალუტის ორგანიზაციების შემოთავაზებები მიმზიდველი, მაგრამ არაეთიკურია.

ცნობისთვის, “ბლაუგრანას” მომდევნო წლის ზაფხულში ხელშეკრულებების ვადა BEKO-სთან და UNICEF-თანაც ეწურება. ამ ეტაპზე ჯერჯერობით ახალი სპონსორები არ არსებობს. აქედან გამომდინარე, “ბარსას” 2022/23 წლების სეზონის მაისურები, შესაძლოა, სპონსორების გარეშე ვიხილოთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (12)

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 29 აგვ 2021, 09:33
    #12

    Kaia

  • azulgerana
    schedule 24 აგვ 2021, 20:13
    #11

    ნაიკი გაუხანგრძლივებს

  • azulgerana
    schedule 24 აგვ 2021, 19:44
    #10

    ბარსას Pჩამოშლით ადვილად გააკონტროლებს ესპანეთი კატალონიას

  • Bobi
    schedule 24 აგვ 2021, 18:29
    #9

    სპონსორი ვერ იშოვენ ამ დაქცეულებმა😆 რა დღეში მიიყვანეს გუნდი

  • Nikabedinadze
    schedule 24 აგვ 2021, 14:47
    #8

    კი მარა კონტრაქტის გახანგრძლივების სურვილი არც ერთ მხარეს არ აქვს?

  • Don_Andresito
    schedule 24 აგვ 2021, 13:18
    #7

    საღოლ ლაპო, კარგად მიდიხარ. ბაბუ შეგაქებს

  • azulgerana
    schedule 24 აგვ 2021, 13:01
    #6

    ამ რაკუტენამ დაგვაქცია ჩვენა

  • cezo45
    schedule 24 აგვ 2021, 12:56
    #5

    ისევ პიკე თუ მოიძიებს ახალ სპონსორებს smiley

  • Fc Barca Batumi
    schedule 24 აგვ 2021, 12:53
    #4

    ამას ვიძახოდით ჯერ კიდევ როდის, ბართომეუს დროს, ესენი ბარსას დაძირავენთქო!
    ამაზე მეტი რაღა ვთქვა?
    ეს ლაპორტაა თუ ლაპოს კლონი, ან მასკაში პერესის დამქაში!
    ნამდვილი ლაპო სადაა?

  • nika 54
    schedule 24 აგვ 2021, 12:35
    #3

    მესის წასვლის შემდეგ, არ არის გასაკვირი რო სპონსორების მოზიდვა გაჭირდეს. შეიძლება ზოგიერთმა სასპონსორო თანხის შემცირება მოითხოვოს.

  • El pistolero 9
    schedule 24 აგვ 2021, 12:32
    #2

    მესის წასვლამ ამ მხრივ დიდი დარტყმა მოგვაყენა ძაან

  • Norman Bates
    schedule 24 აგვ 2021, 11:35
    #1

    გამოაცხადეთ კლუბი გაკოტრებულად. რაღა დარჩა მანამდე. არ ეყო ბარსას ბიუჯეტი კატალონიელი ღორი პოლიტიკოსების ჯიბეს. ყველამ ცალ-ცალკე ხაპა ფული და გაბანკროტებამდე მიიყვანეს კლუბი