“ბარსელონას” ბოსნიელი ნახევარმცველი, მირალემ პიანიჩი, დიდი ალბათობით, კატალონიურ გრანდს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვებს.
ჟურნალისტ ჯაკომო იაკობელისის ინფორმაციით, ფეხბურთელთან დაახლოებული წყაროები ადასტურებენ, რომ მისი მომავალი კლუბი, შესაძლოა, “ფიორენტინა” იყოს – ამჟამად, ფლორენციურ კლუბთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ბოლო პერიოდში პიანიჩი, რომელსაც “ბარსასთან” კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს, “იუვენტუსს”, “ინტერსა” და “მილანს” დაუკავშირეს.
ყველაზე აქტიურად მას “ბებერი ქალბატონის” რიგებში დაბრუნებას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა ტურინელებმა “სასუოლოდან” მანუელ ლოკატელი შეიძინეს.
ფეხბურთელთან დაახლოებული წყაროები ადასტურებენ, რომ მისი მომავალი კლუბი, შესაძლოა, "ფიორენტინა" იყოს.
მოკლედ ამაზე და მორიბაზე მთელი ნიუსების ნახევარი მაინც მიდის. და მაინც აქ არიან.
აბა ბიჭოს
რო მახსენდება, რო არტურის მაგივრადაა მოყვანილი ორჯერ უფრო მეტად მეშლება ნერვები
მაგრად არ დაგვაკლდები მირალემ