დიდია შანსი იმის, რომ კატალონიური “ბარსელონას” კაპიტანმა, კარლეს პუიოლმა ვერ მოასწროს გამოჯანმრთელება მორიგ “ელ კლასიკომდე”, რომელიც როგორც მოგეხსენებათ ესპანეთის სუპერთასისთვის გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ კარლეს პუიოლმა მარცხენა მუხლზე ქირურგიული ჩარევა სეზონის დასრულების შემდეგ გაიკეთა. ოპერაციამ კარგად ჩაიარა, აღდგენით პროცესიც თითქოს შესანიშნავად მიდიოდა, მაგრამ კულეთა სამწუხაროდ, ბოლო ინფორმაციის თანახმად კარლეს პუიოლი ვერ მიიღებს მონაწილეობას მინიმუმ პირველ კლასიკოში.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სუპერთასისთვის კატალონიელები მადრიდელებს ორჯერ დაუპირისპირდებიან.



