ლა ლიგის დღეს გამართულ ასამბლეაზე CVC-კომპანიასთან თანამშრომლობას მხარი 38-მა კლუბმა დაუჭირა.
აღსანიშნავია, რომ შეთანხმების წინააღმდეგ მხოლოდ “ბარსელონა”, “რეალი”, “ბილბაო” და მეორე დივიზიონის გუნდი, “რეალ ოვიედო” წავიდნენ.
ლა ლიგის პრეზიდენტის, ხავიერ ტებასის განცხადებით, შეთანხმების შედეგად მისაღები 2,4 მილიარდიდან მხარდამჭერი კლუბები საკუთარ წილს მიიღებენ.
რაც შეეხება მოწინააღმდეგე კლუბებს, მათი წილი 3 წლის განმავლობაში შეინახება და თანხას იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ შეთანხმებაში შესვლას მოინდომებენ.
შედაგად, გამოდის, რომ ლა ლიგა კლუბების სატელევიზიო მაუწყებლობის წილს ნახევარი საუკუნით გაასხვისებს.
თუ უარი თქვეს გამოდის რომ ამათ თამაშებს ვერ გაყიდიან, ასე არ არის? ბარსაც რეალიც ატლეტიკიც და ოვიედოც თავის წილს ტრანსლიაციებიდან სრულად მიიღებენ და არა ვიღაც ბანკის მეშვეობით პროცენტებში. ისე "ბილბაო" რატომ წერია ასე ბილბაოს "ატლეტიკი" ჰქვია.
რეებს ლაპარაკობ ძმაააო, ლაპორტა პერესის მონაა და ვსო, მესი მაგათ გააგდეს, ორივემ, ერთად
რავიცი ძმაო ვერ წარმოვიდნგენ ლაპორტა იმიტომ დაბრუნდა რომ მესი გააგდო, ან მთელი 5 თვე იმას იძახდა მესიზე ავაწყობ მესი მესი მესიო და უბრალოდ მე ის არ მესმსი ვითომ არ იცვოდა რა დღეშიც იყო კლუბი, მაგრამ პერესმა გააგდებინა რავიცი :დ რაში აწყობს რეალს მესის გაგდება?
მაგ შეთქმულებას თუ დავიჯერებთ რატომაც არ აწყობდა? მესის მისვლა რომ დიდი ალბათობით მბაპეს უფრო ადვილად წასვლას უდრის ხომ ფაქტია.
რეებს ლაპარაკობ ძმაააო, ლაპორტა პერესის მონაა და ვსო, მესი მაგათ გააგდეს, ორივემ, ერთად
კი მარა სხვა კლუბები რომლემბაც მხარი დაუჭირა ნორმალური გონიათ ნახევარ საუკუნოვანი კონტრაქტი?
ლა ლიგა ცდილობს თავი გადაირჩინოს რამენაირად, პრემიერ ლიგის მე-15 ადგილოსანს იმაზე მეტი ფული აქვს ვიდრე ლა ლიგის მე-4 ადგილოსანს, ყველა ლიგა ძლიერდება და ლა ლიგა მიყოლებით კარგავს მთავარ ვარსკვლავებს. მერე კიდე გაუკვირდება ვინმეს პრემიერ ლიგის გუნდების წარმატებები, მანჩესტერის დონის გუნდი სელტას რომ შეხვდება და სიტი ვალენსიას რა უნდა ქნან.