ალბათ უკვე შეიძლება ითქვას, კატალონიის “ბარსელონას” ლეგენდამ და უკვდავმა 8 ნომერმა, ანდრეს ინიესტა ლუხანმა გამოთქვა აზრი, რის თანახმადაც მსოფლიოს ნომერ პირველ კლუბს მომავალ სეზონში გაუჭირდება ტიტულების მოგება/შენარჩუნება.
“ბოლო სამი წელიწადია, ჩვენ სულ გამარჯვებულნი ვართ, რაც შესანიშნავია. მიუხედავად ამისა, ახლა ამის გაკეთება გაგვიძნელდება. ჩვენ ისევ ის “ბარსა” ვართ, მაგრამ შემდეგ სეზონში უფრო კარგად უნდა ვითამაშოთ და კვლავ უნდა მოვიპოვოთ ტიტულები, სხვა კლუბებთან სასტიკ ბრძოლაში.”
“ახალი მიზნები? არ მინდა წინასწარმეტყველი ვიყო… მე უბრალოდ ბედნიერებას მანიჭებს ცხოვრება ერთი მაჩიდან მორიგ შეხვედრამდე. სულმოუთქმელად ველი სეზონის დაწყებას“– “სიკვდილას” სიტყვებს “Marca” ციტირებს.
აქვე შემოგთავაზებთ ანდრეს ინიესტას მიერ 93-ე წუთზე პეტერ ჩეხის კარში გატანილ გოლს , რომელიც კულეებს ყოველთვის თვალწინ გვიდგას!
[media=http://www.youtube.com/watch?v=WMOEI902WPU]
ინიესტას მიერ 116–ე წუთზე გატანილი გოლი, რომელმაც ესპანეთს მსოფლიოს ჩემპიონობა და დიდება მოუპოვა!
[media=http://www.youtube.com/watch?v=KjI5I5pk9eY]



