როგორც “სარაგოსაში”, ისევე “ვალენსიაში” ესპანელი ფეხბურთელი, დავიდ ვილია იყო ლა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი. სულ ესპანეთის ლიგაში მას გატანილი აქვს 138 გოლი, მაგრამ არიან გუნდები, რომლებმაც დავიდისგან მეტი გოლი გაუშვეს.
10 გოლი:
“სევილია”, “ბეტისი”, “ოსასუნა” და “დეპორტივო”. ეს იმ გუნდთა ჩამონათვალია, რომლებსაც ესპანელმა თავდამსხმელმა 10 გოლი გაუტანა.
“ბარსელონა” და “რეალი”:
რაც შეეხებათ ლა ლიგის გრანდებს, “ბარსელონას” და “რეალს”, მათ კარში ვილიამ 5-5 გოლი გაიტანა. ეს გოლები კი მხოლოდ ორ მეკარეს გაუვიდა. ესენია “ბლაუგრანადან” ვალდესი და “ბლანკოსიდან” კასილიასი.
წყარო:barca.ru