სატრანსფერი ბიუჯეტი:
“ბარსას” პრეზიდენტი სანდრო როსელი ყველაფერს ცდილობს იმისათვის , რომ გუნდის ფინანსური მხარეები გააუმჯობესოს. მას ხშირად არასასიამოვნო გადაწყვეტილებების მიღება უწევს . მაგალითად მან ხელი მოაწერა “კატართან” ხელშეკრულებას, მანთ უარი განაცხადა კატალონიის ბეისბოლის გუნდის დაფინანსებაზე. ასევე როსელმა აღნიშნა, რომ ამ წელს კლუბმა 45 მილიონი ევრო გამოიმუშავა და ამას დამატებული კიდევ “ბარსადან” გაშვებული ფეხბურთელების ფული .
ვინ მიდის და რატომ ?
ბოიან კრკიჩი – 20 წლის ესპანელის დებიუტი ჯერ კიდევ რაიკაარდის დროს შედგა ‘’ბარსა ბ’’ – ში, მაგრამ ფეხბურთელმა მისი იმედები ვერ გაამართლა. გვარდიოლას მოსვლის შემდეგ გავრცელდა ჭორები, რომ “ბარსა” მისი იჯარის წესით გაშვებას აპირებდა. გვარდიოლამ კი საჯაროდ განაცხადა, რომ ეს მწარე სიცრუე იყო და ის ბოიანს ენდობოდა. ბოლოს კი მაინც გადაწყდა წელს, რომ ბოიანი მაინც წასულიყო გუნდიდან და გამგზავრებულიყო იტალიაში, ‘’რომაში‘’. კატალონიელებს შემდეგი წლიდან აქვთ შანსი გამოისყიდინ ბოიანი 15 მილიონად. დაველოდოთ შემდეგ სეზონს, როგორ განვითარდება მოვლენები. წინასწარ რამის თქმა შეუძლებელია.
გაბრიელ მილიტო – არგენტინელმა მთელი სეზონი სკამზე გაატარა . მან ვერ გაუწია კონკურენტობა “ბარსას’ გიგანტ მცველებს .დიდი შანსია, რომ მილიტო სამშობლოში დაბრუნდეს.
ჟეფრენ სუარესი – ჯეფრენს წლევანდელი სეზონი ცუდად არ ჩაუტარებია. როცა ეძლეოდა თამაშის შესაძლებლობა იგი ჩვენ თავს გვაწონებდა. ასე რომ იმის ალბათობა, რომ ის წელს გუნდს დატოვებს ძალიან მცირეა.
ვინ მოვა გუნდში?
კიკო – ახალგაზრდა ენერგიული ფეხბურთელი კიკო, ‘’ბარსამ” ‘’ჰერკულესისგან ‘’ შეიძინა და იგი მომავალი წლიდან ‘’ბარსა ბ’– ში ითამაშებს.
ალექს სანჩესი – ალექს სანჩესის წინ , ერთ–ერთ რეალურ კანდიდატი ჰყავდა ‘’ბარსას ‘’ ეს იყო როსი . საბოლოოდ გადაწყდა და კატალონიელებმა უპირატესობა ჩილელ ფეხბურთელს მიანიჭეს . “ბარსაში’ იგი 5 წელი დარჩება და შეგახსენებთ, რომ კატალონიელებმა მასში 26 მილიონი ევრო გადაიხადეს . იმედია ‘’ბარსას’’პირველი ოფიციალური ტრანსფერი წარმატებული იქნება და თვითონ ფეხბურთელიც კარგად მოერგება “ბარსას” ტილის. ყველაფერს დრო გვიჩვენებს.
კიდევ ვინ ?
ნეიმარი – ამ ბრაზილიელზე ჯერ “ბარსა’ მაინც და მაინც არ ფიქრობს, მაგრამ იდეაში მაინც აქვთ მისი გადმოყვანა კატალონიელებს.”ბარსას’ პრეზიდენტს, სანდრო როსელს ჯერ გეგმაში არ აქვს ბრაზილიელის ყიდვა, მაგრამ იგი არაფერს არ გამორიცხავს. ასევე შეგახსენებთ , რომ ნეიმარით არაერთი გრანდია დაინტერესებული . ერთ–ერთი მათგანია ‘’მადრიდის რეალი ‘’ . ისინი უკვე დიდი ხანია იბრძვიან ბრაზილიელისათვის .
‘’ბარსელონა ‘’ 2011 – 12 წლებში
ვიქტორ ვალდესი , დანი ალვესი , ხერარდ პიკე , აბიდალი , ბუსკეცი , ჩავი , (ფაბრეგასი ) ინიესტა , პედრო , ვილა (სანჩესი ) და მესი
ასევე შეგახსენეთ, რომ სატრანსფერო ფანჯრის გაღებიდან თითქმის ნახევარი გავიდა.



