ესპანური გუნდის “კატალონიის ბარსელონას” ფორვარდი, ბოიან კრკიჩი, რომელიც უახლოეს მომავალში “რომას” თავდამსხმელი გახდება განაცხადა , რომ მისი ურთიერთობა ბლაუგრანელთა მწვრთნელთან ხოსეპ გუარდიოლასთან ძალიან შორს იყო იდეალურისაგან.
ესპანელმა ბოიან კრკიჩმა განაცხადა : ” გვარდიოლასთან ჩემი ურთიერთობით არაფერი არ იყო გასაგები ბოლომდე. მე არ მისაუბრია მასთან იმ დღიდან, როდესაც უნდა გამართულიყო უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი. (ამ მატჩში ერთმანეთს “ბარსელონა” და “მანჩესტერი” ხვდებოდნენ.) ასეთი იყო ჩემი გადაწყვეტილება. “
” მიუხედავად ამისა მე ვთვლი , რომ პეპ გვარდოლა “ბარსელონას” საუკეთესო მწვრთნელია, მაგრამ იყო ისეთი რამეები რაზეც დათანხმება მე არ შემეძლო. მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ რამდენიმე წლის მერე შეიძლება ” ბარსელონაში ” დავბრუნდე ” – ციტირებს ესპანელ ფეხბურთელს Corriere dello Sport.
მოგახსენებთ, რომ ბოიან კრკიჩ დაიბადა 1990 წლის 28 აგვისტოს, ლინიოლაში. 1999 წელს ის “ბარსელონაში” ჩაირიცხა , ხოლო “ბარსა ბ” ში ის 2006–2007 წლებში მოღვაწეობდა, ჩაატარა 22 მატჩი და გაიტანა 10 გოლი , შემდეგ გადაიყვანეს მთავარ გუნდში სადაც ჩაატარა 104 მატჩი და გაიტანა 26 გოლი . მისი დებიუტი კატალონიურ გუნდში შედგა 2007 წლის 16 სექტემბერს, სადაც “ბარსელონა” , ხვდებოდა პამპლონურ “ოსასუნას”. 2011/2012 წლის სეზონში კი მოღვაწეობას განაგრძობს იტალიურ ” რომაში ” რომელმაც 12 მილიონი გადაიხადა მისი გამოსყიდვისთვის.
შემოგთავაზებთ ვიდეოებს ბოიან კრკიჩზე.
[media=http://www.youtube.com/watch?v=w0hD_pcp7fE]
[media=http://www.youtube.com/watch?v=-dRm2gnAqko]
[media=http://www.youtube.com/watch?v=rsGkSUHS-A]


