.
ხოსეპ მარია ბართომეუ ახლა ლონდონში იმყოფება. იგი ორიოლ რომეუსა და ცესკ ფაბრეგასის ტრანსფერებზე მუშაობს…
.
კატალონიის “ბარსელონას” სპორტული ვიცე პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ ლონდონში ჩავიდა. იგი ორიოლ რომეუსა და ცესკ ფაბრეგასის საკითხებზე მუშაობს: ვიცე–პრეზიდენტი “ბარსა ბ”–ს ნახევარმცველის ტრანსფერის საკითხების საბოლოოდ გარკვევას “ჩელსის” მესვეურებთან შეეცდება, ხოლო ცესკის თაობაზე “არსენალს” იგი ახალ შეთავაზებას გაუკეთებს.
.
როგორც ცნობილია, ლონდონური მხარე ორიოლ რომეუს სანაცვლოდ 5 მილიონი ევროს გადახდას აპირებს. ახალგაზრდა ფეხბურთელის “ჩელსიში” ყოფნის 2 წლისთავზე კი “ბარსას” მისი გამოსყიდვის უფლება ექნება, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არაოფიციალურია.
.