.
პარასკევის ვარჯიშზე, ხოსეპ გვარდიოლას განკარგულებაში 28 ფეხბურთელი გახლდათ. ამ 28 ფეხბურთელთაგან კი 14 ეუსებიო საქრისტანის “ბარსა ბ”–ს წევრი იყო…
.
კატალონიის “ბარსელონა” შაბათს ხორვატიაში ამხანაგური შეხვედრის გამართვას გეგმავს. პეპ გვარდიოლას “ჰაიდუკ სპლიტის” წინააღმდეგ სათამაშოდ 24 ფეხბურთელი მიჰყავს. 2011/12 წლების სეზონის მოსამზადებელი პერიოდის პირველ შეხვედრას კარლეს პუიოლი, ჩავი ერნანდესი, პედრო როდრიგესი და ხერარდ პიკე დააკლდებიან.
.
როგორც უკვე გაცნობეთ, პეპ გვარდიოლას სპლიტში სათამაშოდ 24 ფეხბურთელი მიჰყავს. ამ ფეხბურთელთაგან 12 კი ეუსებიო საქრისტანის “ბარსა ბ”–ს წევრია.
.
პარასკევს, ადგილობრივი დროით 19 საათზე “ბარსელონამ” ვარჯიში დაიწყო. ვარჯიშზე 14 პირველის და 14 მეორე გუნდის ფეხბურთელი იყო გამოცხადებული. გუნდისგან გამოყოფით ივარჯიშეს ხერარდ პიკემ, ჩავი ერნანდესმა და კარლეს პუიოლმა.
.
ფეხბურთელთა ჩამონათვალი, რომლებიც ხორვატიაში გუნდთან ერთად გაემგზავრებიან: ვალდესი, პინტო, დალმაუ, ბალიუ, არმანდო, როსელი, ფონტასი, აბიდალი, მაქსველი, ბუსკეტსი, დოს სანტსი, გუსტავო ლედესი, ტიაგო, რივეროლა, კარმონა, კეიტა, ინიესტა, კუენსა, ჟეფრენი, აფელაი, სორიანო, საული, ლობატო, ვილია.
.
სურათები
.

.

.

.

.

.

.

.