“გრანადას” “ბარსელონას” 22 წლის მეკარის, ინიაკი პენიას, შეძენა სურს, იტყობინება Sport.
გამოცემა წერს, რომ, ჯერჯერობით, “ბარსელონა” პენიას გაშვებას არ აპირებს. პირველ რიგში, კლუბი ნეტუს მომავლის გარკვევა ელოდება. იმ შემთხვევაში თუ ბრაზილიელმა “კამპ ნოუ” დატოვა, პენია “ბარსელონას” მეორე მეკარე გახდება.
არსებული ცნობებით, პენიამ “ბარსელონას” შეატყობინა, რომ თუ 2021/22 წლების სეზონში პირველ გუნდში არ დააწინაურებენ, კარიერის სხვა კლუბში გაგრძელება სურს.
მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს, “გრანადამ” “ბარსა B-ს” ერთი ფეხბურთელი უკვე გადაიბირა – ანდალუსიურ კლუბს მონჩუ შეუერთდა.
ნეტო უნდა გაიყიდოს და ეს უნდა გახდეს მე-2 მეკარე
არ უნდა ამას ბაზარ-ვაგზალი
არნაუ ტენასიც არაა ურიგო ბიჭი ნაკელბი არაფრთაა და თუ იხდიან რამეს ამისთვისაც ჯობია
ნეტოში თუ ფულს გადაიხდიან უნდა წავიდეს, 8-10 მილიონად, პენია უნდა მიაიჯარონ გრანადას რომელიც პირველმა მეკარემ დატოვა და სათამაშო დრო შეხვდება პენიას. შეიძლება ნ1 მეკარეც იყოს გრანადაში. ბარსამ კიდე 1 წლით უნდა დაიმატოს საიმედო გამოცდილი მეკარე, სასურველია უფასო, აგერ სირიგუ იყო თავისუფალი აგენტი და დაკარგეს, არგენტინელი რომეროა ასევე თავისუფალი აგენტი საკმაოდ კარგი გამოცდილი მეკარეა, აიყვანონ უფასოდ 1 წლით, მანამდე პენიას დავაკვირდეთ გრანადაში
უკვე დროა ნეტუმაც გადაწყვიტოს რა უნდა, რამდენიმე მსურველი ყავსო და მოაბას თავი უკვე თავის საქმეს. თორემ ეს პენიაც იტანჯება გაურკვევლობით.