workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალექს კოლიადო ბრიუგეში გადადის

ალექს კოლიადო ბრიუგეში გადადის

“ბარსელონას” ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველი ალექს კოლიადო, სავარაუდოდ, კარიერას ბელგიურ “ბრიუგეში” გააგრძელებს.

ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კოლიადო “ბრიუგეში” ერთწლიანი იჯარით გადადის. კონტრაქტი მზადაა და მხოლოდ მასზე ხელმოწერა დარჩა. 22 წლის ფეხბურთელი “ბარსელონაში” მომავალი წლის ზაფხულში დაბრუნდება.

კიდევ ერთი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ კოლიადოს “ბრიუგეში” გადასვლა გადაწყვეტილია. ბელგიურ კლუბს სეზონის ბოლოს ესპანელი მოთამაშის გამოსყიდვის უფლება არ ექნება.

ალექს კოლიადოს “ბრიუგეში” ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის საშუალება ექნება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • azulgerana
    schedule 02 აგვ 2021, 18:48
    #2

    ციტატა: Griezzy7
    კარგი ვარიანტია ბრიუგე. ჯობია პუჩიც წავიდეს და ბალდეც. აზრი არაქვს მაგათ ყოფნას. ტყუილად დაიჩაგრებიან ამ *ლე კაცას ხელში. თავს უშველონ ჯობია


    პუჩი უკვე დაჩაგრულია თუ წელსაც არ ათამაშეს სახე აქვს გამძვრალი

  • nika 54
    schedule 02 აგვ 2021, 17:48
    #1

    მშვენიერია იმედია ლიგაზე ათამაშებენ და კარგ პრაქტიკას გაივლის.