შტუტგარტი 0-3 ბარსელონა | მიმოხილვა

შტუტგარტი 0-3 ბარსელონა | მიმოხილვა

კატალონიელებმა პრესეზონის მესამე ამხანაგურ შეხვედრაშიც იმარჯვეს.

“ჟიმნასტიკისა” და “ჟირონას” ძლევის შემდეგ გერმანული ტურნეს პირველ მატჩში, მათ “მერსედეს-ბენც არენაზე” “შტუტგარტი” ანგარიშით 3-0 დაამარცხეს.

მატჩში ანგარიში 21-ე წუთზე მემფის დეპაიმ ძალიან ლამაზი გოლით გახსნა. მემფისმა ამჯერად თავის გამოჩენა თამაშიდან გატანილი გოლითაც შეძლო.

პირველ ტაიმში მეორე გოლი იუსუფ დემირის ანგარიშზეა, რომელმაც “ბარსელონურ” კარიერაში სადებიუტო გოლი გაიტანა.

შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი 74-ე წუთზე რიკი პუჩმა დააფიქსირა, რომელმაც ანტუან გრიზმანის მეორე ასისტით ისარგებლა და “ბლაუგრანას” შემადგენლობაში მეორე გოლი გაიტანა.

გერმანიაში “ბარსა” მეორე შეხვედრას 4 ივლისს, “ზალცბურგის” წინააღმდეგ გამართავს.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (5)

  • azulgerana
    01 აგვ 2021, 22:35

    ციტატა: nika 54
    რავიცი მე მგონი ამაზე უკეთესად კაი ხანია არ უთამაშიათ.


    ბაზარი არაა მეც ეგ ვთქვი

  • nika 54
    01 აგვ 2021, 14:55

    რავიცი მე მგონი ამაზე უკეთესად კაი ხანია არ უთამაშიათ.

  • azulgerana
    01 აგვ 2021, 13:33

    ციტატა: M10 S9 D11

    ციტატა: CHEPE
    კუმანს კოუტინიოსი ეიმედებაო ანუ არც ერთი არ მიდის არც გრიზმანი იმიტომ რომ ვერავინ იყიდის ფასის და ხელფასის გამო მაინც ხოდა იყვნენ.. რავი აქამდე ვერაფერი გააკეთა და დავიჯერო დეპაის დაემგვანებაა😃😃😃 ცოტა ხასიათი უნდა შეიცვალოს აღარაა ბავშვი უკვე და ის პიკი აქვს ეხლა რომ კარიერის საუკეთესო წლები ჰქონდეს ნუ დაგვიანებით მაგრამ ჯანდაბას 3 სეზონი მაინც ითამაშოს ლივერპულის სტილში


    თუ დატოვეს და ეხლა მაინც ათამაშონ დე იონგი ბუსკეცის გვერდზე ნახევარ დაცვაში


    აბა კი. ვინ გითხრა

  • M10 S9 D11
    01 აგვ 2021, 09:52

    ციტატა: CHEPE
    კუმანს კოუტინიოსი ეიმედებაო ანუ არც ერთი არ მიდის არც გრიზმანი იმიტომ რომ ვერავინ იყიდის ფასის და ხელფასის გამო მაინც ხოდა იყვნენ.. რავი აქამდე ვერაფერი გააკეთა და დავიჯერო დეპაის დაემგვანებაა😃😃😃 ცოტა ხასიათი უნდა შეიცვალოს აღარაა ბავშვი უკვე და ის პიკი აქვს ეხლა რომ კარიერის საუკეთესო წლები ჰქონდეს ნუ დაგვიანებით მაგრამ ჯანდაბას 3 სეზონი მაინც ითამაშოს ლივერპულის სტილში


    თუ დატოვეს და ეხლა მაინც ათამაშონ დე იონგი ბუსკეცის გვერდზე ნახევარ დაცვაში

  • azulgerana
    01 აგვ 2021, 03:54

    ზალცბურგთან კაი თამაში ელით