“ბარსელონას” ყოფილი სკაუტი და სპორტული დირექტორი არიედო ბრაიდა აცხადებს, რომ კატალონიური კლუბის ნახევარმცველ მირალემ პიანიჩს “იუვენტუსში” დაბრუნება სურს.
3-4 დღის წინ ბარსელონაში პიანიჩი ვნახე. კატალონიის დედაქალაქში პირადი მიზეზების გამო გავემგზავრე. “კამპ ნოუზე” ერთმანეთს შემთხვევით შევხვდით და გავისაუბრეთ.
მირალემს “იუვენტუსში” დაბრუნება უნდა. მასიმილიანო ალეგრი ნამდვილად მას იმაზე უკეთ იცნობს, ვიდრე ვინმე სხვა.
– განაცხადა ბრაიდამ Tuttosport-თან ინტერვიუში.
31 წლის შუახაზელმა “ბარსელონაში” გადმოსვლამდე “იუვენტუსში” 4 წელი გაატარა. ტურინული კლუბი პიანიჩის დაბრუნებაზე მუშაობს, თუმცა, ბოლო ცნობებით, ბოსნიელი ფეხბურთელის “იუვეში” ტრანსფერი გართულდა.
გაარკვიონ დროზე ამ უსაქმურების ამბავი
მოკლედ შეაცოდა თავი ბრაიდას.
ჰო და დააბრუნოს
ხოდა შეეშვან ლოკატელიზე ჩალიჩს და პიანიცა წაიყვანონ,თანაც ნაკლებ ფასში.