“ბარსელონას” რომ ეკონომიკურად უჭირს, ეს სიახლე არავისთვისაა. კატალონიური კლუბი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტული ორგანიზაციაა, მაგრამ ლა ლიგის მიერ დადგენილი ლიმიტების გამო “ბლაუგრანა” ფულის ხარჯვაში მაინც შეზღუდულია. ამაზე პირველი გუნდის მთავარი მწვრთნელის, ჩავი ერნანდესის ანაზღაურებაც მეტყველებს.
L’equipe-ზე დაყრდნობით Sport მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთის მწვრთნელებზე ინფორმაციას ავრცელებს. პირველ ადგილზე დიდი უპირატესობით კვლავ დიეგო სიმეონეა, რომელსაც პეპ გვარდიოლა და იურგენ კლოპი მოსდევენ. რაც შეეხება ჩავის, ის ათეულს მიღმაა. კატალონიელს დიეგო სიმეონეზე 9-ჯერ ნაკლები ანაზღაურება აქვს. მას ისეთი მწვრთნელები უსწრებენ, როგორებიც არიან ჩაბი ალონსო და ნიკო კოვაჩი.
ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელები:
| # | მწვრთნელი | გუნდი | ხელფასი (წელიწადში) |
| 1 | დიეგო სიმეონე | ატლეტიკო | €34.000.000 |
| 2 | პეპ გვარდიოლა | მანჩესტერ სიტი | €22.400.000 |
| 3 | იურგენ კლოპი | ლივერპული | €17.800.000 |
| 4 | გრემ პოტერი | ჩელსი | €13.500.000 |
| 5 | მასიმილიანო ალეგრი | იუვენტუსი | €12.800.000 |
| 6 | თომას ტუხელი | ბაიერნი | €12.000.000 |
| 7 | კარლო ანჩელოტი | რეალ მადრიდი | €11.000.000 |
| 8 | სიმონე ინძაგი | ინტერი | €10.000.000 |
| 9 | ჟოზე მოურინიო | რომა | €9.200.000 |
| 10 | ჩაბი ალონსო | ლევერკუზენი | €5.000.000 |
| 11 | ნიკო კოვაჩი | ვოლფსბურგი | €4.000.000 |
| 12 | ჩავი ერნანდესი | ბარსელონა | €3.800.000 |
ჩვენი ხელმძღვანელობა პირადად ზრუნავს მაგათ ფინანსებზე
სიმეონე იმსახურებს თუ არა მაგ ხელფასს ცალკეა გასარკვევი, აი ატლეტიკოს მაგდენი ფული თუ ქონდა ეგ არ ვიცოდი ნაღდად😃
ისე მაინცდამაინც არც ჩვენები ბრდღვნიან შეტევაში, ის ძველი დაცვა რო გვყოლოდა ალბათ ოთხეულისთვის ვიბრძოლებდით ეხლა.
სიმეონეს გარეშე ატლეტიკო იქნებოდა ბილბაოს ან ვალენსიაა დონის გუნდი ახლა
Titqmis grandebis doneze ro aiyvana atletico magito,2 finali ro itamashi,laliga ro daitria da sxva.
სიმეონეს უხდიან ყველაზე მეტს?!! და რისთვის სვარკას რო ათამაშებს გუნდს მაგის გამო?
მოუმატებენ მალე